პიტერ სუსვამი (დ. 5 სექტემბერი, 1991, კონშიშა, ნიგერია)— ნიგერიელი ფეხბურთელი, ამპლუით მარჯვენა მცველი. 2013 წელს იცავდა ლანჩხუთის გურიას ღირსებას. 2010 წლიდან არის ნიგერიის ეროვნული ნაკრების წევრი.

პიტერ სუსვამი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
პიტერ ტერნა სუსვამი
დაბადების
თარიღი
5 სექტემბერი, 1991 (1991-09-05) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
კონშიშა, ნიგერია
სიმაღლე 1,85 სმ.
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
თავისუფალი აგენტი
ახალგაზრდული კარიერა
სკ აბუჯა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2007-2008 ვიკი ტურისტი 60 (0)
2009-2011 ლობი სტარსი 15 (0)
2011-2013 ვიტორია სეტუბალი 8 (0)
2013 გურია ლანჩხუთი 0 (0)
ეროვნული ნაკრები
2010- ნიგერია 2 (0)
2011 ნიგერია 20 წლ. 5 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა რედაქტირება

სუსვამის პროფესიონალური კარიერა 16 წლიდან იწყება, როდესაც იგი ნიგერიის უმაღლესი ლიგის კლუბ ვიკი ტურისტის რიგებში მოხვდა. თუმცა მისი კარიერის ყველაზე გამორჩეული პერიოდი პორტუგალიურ კლუბ ვიტორია სეტუბალს უკავშირდება. 2010 წელს მან ამ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა და 2013 წლის ოქტომბრის ბოლომდე ითამაშა. ამის შემდეგ ის საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბს ლანჩხუთის გურიას შეუერთდა თავის თანამემამულესთან, ისა ელიაკვუსთან ერთად.

პიტერ სუსვამის საფეხბურთო კარიერის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ფაქტი არის ის, რომ იგი მოხვდა იმ ფეხბურთელებს შორის ვინც მიწვეული იყო მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ნიგერიის ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება