ისა ელიაკივუ (ინგლ. Isah Abdulahi Eliakwu; დ. 25 ოქტომბერი, 1985, ლოკოჯა, ნიგერია)— ნიგერიელი ფეხბურთელი,ამპლუით მარჯვენა გარემარბი. 2013 წელს ირიცხებოდა უმაღლესი ლიგის კლუბ ლანჩხუთის „გურიაში“.

ისა ელიაკვუ
„ანჟის“ შემადგენლობაში 2012
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ისა აბდულაჰი "ალი" ელიაკვუ
დაბადების
თარიღი
25 ოქტომბერი, 1985 (1985-10-25) (39 წლის)
დაბადების
ადგილი
ლოკოჯა, ნიგერია
სიმაღლე 1,72 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
თავისუფალი აგენტი
ახალგაზრდული კარიერა
რეჯიანა
2002–2003ინტერი მილანი (იჯარით)
2003–2004 ინტერი მილანი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004-2006 ინტერი მილანი 0 (0)
2004-2005 →ასკოლი (იჯარით) 24 (0)
2005-2006 →ტრიესტინა (იჯარით) 16 (8)
2006-2009 ტრიესტინა 40 (6)
2007-2008 →სპეცია (იჯარით) 29 (7)
2009-2010 გალიპოლი 4 (0)
2010 ვარეზე 4 (0)
2011-2012 ანჟი მაჰაჩყალა 3 (0)
2013 გურია ლანჩხუთი 0 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

დასაწყისი

რედაქტირება

2000-2001 წლებში, როდესაც გააუქმეს კვოტა უცხოელ ფეხბურთელებზე ელიაკვუ ჩაირიცხა რეჯიანას შემადგენლობაში, სადაც მასთან ერთად იყო სხვა მისი თანამემამულეები, სტივენ მაკინვა, აკანდე აჯიდე, ადევალე ვაჰაბი, ობაფემი მარტინსი და საიდ ადეშოკანი.

2002 წელს 16 წლის ისა ელიაკვუ ინტერში გადავიდა, სადაც უკვე თამაშობდნენ მისი თანამემამულეები. პრიმავერაში მან 4 გოლი გაიტანა სადაც ამ მაჩვენებლით მხოლოდ ობაფემი მარტინსს ჩამორჩებოდა, რომელსაც 7 გოლი ჰქონდა გატანილი. 2003-2004 წ.წ. მან ინტერთან გააფორმა სრულყოფილი კონტრაქტი. ამის საფუძველი იტალიელებს იმან მისცა, რომ ისა ელიაკვუმ პრიმავერაში 38 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ის ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პერემანენტულად მას ინტერი სერია ას განაცხადში რთავდა. 2004 წლის 13 იანვარს მას ინტერის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა იტალიის თასსზე უდინეზეს წინააღმდეგ. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

2004 წელს იგი უნდა ყოფილიყო ადრიანო ლეიტეს ტრანსფერის მონაწილე და ერთი სეზონი პარმაში იჯარის წესით უნდა ეთამაშა, თუმცა ინტერში დაბრუნდა და [[პრიმავერაში განაგრძო თამაში.

2004 წლიდან მოყოლებული 2 წელი მან სერია ბ-ს გუნდებში იჯარის სახით დაყო, მანამ სანამ არ გამოისყიდა მისი სატრანსფერო უფლება ტრიესტინამ, რაც 750 000 ევრო დაჯდა.

ტრიესტინა და სპეცია

რედაქტირება

2006 წელს ტრიესტინას მთავარ მწვრთვნელად დანიშნული იქნა სტეფანო ფონტინელი, რომელმაც ელიაკვუ 40-ჯერ გამოუშვა მოედანზე და აქედან 19 მატჩში მან სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. რაც შეეხება მის მონაგარს, მან 6 გოლის გატანა შეძლო და ამ მაჩვენებლით ის სულ რაღაც ერთი ბურთით ჩამორჩა კლუბის ლიდერს და მთავარ ბომბარდირს, რიკარდო ალეგრეტის.

2007 წელს იგი სპეციაში გადავიდა. გუნდი 4-5-1 სისტემით თამაშობდა და ამიტომაც ელიაკვუს თავიდან ცოტა მატჩის ჩატარება უწევდა თუმცა შემდგომში გუნდის მთავარმა მწვრთვნელმა ნიგერიელის მიმართ მიდგომა შეცვალა და სეზონის მეორე ნახევარში 27 შეხვედრიდან 27 შეხვედრა ათამაშა და აქედან 19 მატჩში ისა ელიაკვუ სასტარტო შემადგენლობაში იწყებდა. ნდობამ გაამართლა და ახალგაზრდა ნიგერიელმა 7 გოლის გატანა მოახერხა.

2008 წელს ელიაკვუ ამკარში იყო სინჯებზე თუმცა მისი იქ დარჩენა არ მოხერხდა, ვინაიდან, როგორც კლუბის მაშინდელმა მთავარმა მწვრთვნელმა მიოდრაგ ბოჟევიჩმა განაცხადა კლუბი მის სანაცვლად შეუფერებელ თანხას მოითხოვდა და გარდა ამისა თავად ფეხბურთელსაც მაღალი ხელფასი სურდა.

გალიპოლი და ვარეზე

რედაქტირება

როდესაც მას კონტრაქტი ამოეწურა ტრიესტინასთან მან ეს პერიოდი, როდესაც იტალიაში სეზონი არ იყო გაატარა ხორვატიაში ჰაიდუკის სპლიტში და 3 მატჩის გამართვაც მოასწრო. 2009 წელს მან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა ტრიესტინასთან. თუმცა კლუბს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და მათი გზები 4 მატჩის მერე გაიყო. 2010 წელს კი თავისუფალი აგენტის სტატუსით ვარეზეში გადავიდა.

2010 წლის 28 აგვისტოს თავისუფალი აგენტის სტატუსით ის ანჟი მაჰაჩყალას შეუერთდა. თუმცა ის ამ დროს რუსეთში არ იმყოფებოდა, ვინაიდან სამუშაო ვიზა ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული. 29 ოქტომბერს კი შედგა მისი დებიუტი ახალგაზრდული გუნდის რიგებში.

ლანჩხუთის გურია

რედაქტირება

ისა ელიაკვუ და პიტერ ტერნა სუსვამი, ლანჩხუთის გურიაში დავით ქარაულმა და ქართლოს რუხაიამ ჩამოიყვანეს.

ტიტულები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება