პიტერ სკინერი
პიტერ სკინერი (ინგლ. Peter F. Skinner; დ. 1938) — ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ბრიტანელი პუბლიცისტი და ისტორიკოსი.
სწავლობდა ისტორიას ოქსფორდის უნივერსიტეტში, შემდეგ ცხოვრობდა აშშ-ში. ასწავლიდა კერძო სკოლებში, მუშაობდა გაეროს ოფისში და სხვადასხვა კერძო დაწესებულებაში. ხშირად მოგზაურობდა, მათ შორის, მაშინდელ საბჭოთა კავშირში. ხშირად აქვეყნებს ახალი წიგნებისა და აკადემიური პუბლიკაციების მიმოხილვებს. მისი წიგნი „მსოფლიო სავაჭრო ცენტრი“ (2001 წ.) ითარგმნა რვა ენაზე. 2007 წლიდან ხშირად მოგზაურობს საქართველოში, მონაწილეობს ქართული კულტურის პოპულარიზაციის სხვადასხვა ღონისძიებებში. 2008-2009 წლებში იყო საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის საერთაშორისო სიმპოზიუმების ინგლისური სექციის რედაქტორი. 2013 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა სკინერის სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი საქართველოს ისტორიის შესახებ: „საქართველო — ქვეყანა კავკასიონის ქვეშ“, რომელსაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ და უცხოურ პრესაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- "ევროპასა და ამერიკას აკლია ფიროსმანი, გუდიაშვილი, გამრეკელი, იშხნელი..." - აღმოაჩინე საქართველო პიტერ სკინერთან ერთად. 03-11-2014
- Georgia: The Land Below the Caucasus—A Narrative History. Reviewed by Karl E. Meyer. August 27, 2014