ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სერ პიტერ ჯონ რედკლიფი, FRS, (დ. 14 მაისი, 1954) - ბრიტანელი ნობელის პრემიის ლაურეატი, ექიმი-მეცნიერი, რომელიც ნეფროლოგიაში მოღვაწეობს .[2][3][4] იგი იყო პრაქტიკოსი, ჯონ რედკლიფის საავადმყოფოში, ოქსფორდისა და ნუფილდის კლინიკური მედიცინის პროფესორი და 2004 წლიდან 2016 წლამდე ოქსფორდის უნივერსიტეტის კლინიკური მედიცინის ნუფილდის განყოფილების ხელმძღვანელი. იგი არის ოქსფორდის მაგდალენის კოლეჯის, თანამშრომელი 2004 წლიდან. 2016 წელს იგი გახდა ფრენსის კრიკის ინსტიტუტის კლინიკური კვლევების დირექტორი,[5] ინარჩუნებს თანამდებობას ოქსფორდში, ლუდვიგის კიბოს კვლევის ინსტიტუტის წევრად და ოქსფორდის უნივერსიტეტის Target Discovery Institute- ის დირექტორად.[6]

პიტერ რედკლიფი
Peter John Ratcliffe
დაბ. თარიღი 1951[1]
დაბ. ადგილი სელფორდი
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა სამხედრო, მწერალი და ოფიცერი[1]
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში

რედკლიფი ყველაზე ცნობილია ჰიპოქსიაზე უჯრედების რეაქციების შესახებ მუშაობით, რისთვისაც მან 2019 წლის ნობელის პრემია მიიღო ფიზიოლოგიასა და მედიცინაში უილიამ კელინთან და გრეგ სემენზასთან ერთად .[7][8]

განათლება და წვრთნა

რედაქტირება

რედკლიფი დაიბადა ლანკაშირში [9] 1954 წლის 14 მაისს უილიამ რედკლიფსა და ალისა მარგარეტ რედკლიფის ოჯახში. იგი სწავლობდა ლანკასტერის გრამატიკის სამეფო სკოლაში 1965 წლიდან 1972 წლამდე.[10]

მან მოიპოვა სტიპენდია გონვილისა და კაიუსის კოლეჯში, კემბრიჯში 1972 წელს, კემბრიჯის უნივერსიტეტში მედიცინის შესასწავლად [11] 1978 წელს მიიღო მედიცინის მაგისტრის ხარისხი წმ. ბართლომეს ჰოსპიტალის სამედიცინო კოლეჯში.

მოგვიანებით, რედკლიფი ვარჯიშობდა მედიცინაში თირკმლის მიმართულებით, ოქსფორდის უნივერსიტეტში, აქცენტი კეთდებოდა თირკმლის ჟანგბადირებაზე.[12] მას მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი კემბრიჯის უნივერსიტეტში 1987 წელს [13]

1990 წელს, რედკლიფმა მიიღო სტიპენდია, რათა შეესწავლა უჯრედული რეაქციები ჰიპოქსიაზე, სისხლში ჟანგბადის დაბალი დონის შემთხვევისას.[14] 1992 - დან 2004 წლამდე იყო უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი კლინიკური მედიცინის მიმართულებით, ოქსფორდის იესოს კოლეჯში .[15] 2002 წელს, რედკლიფი მიიღეს სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიაში და შემდეგ წელს დაინიშნა ოქსფორდის კლინიკური მედიცინის ნუფილდის განყოფილების ხელმძღვანელად.

 
ილუსტრაცია, თუ როგორ გრძნობენ უჯრედები და ადაპტირდებიან ჟანგბადის ხელმისაწვდომობისას

1989 წელს რედკლიფმა დააფუძნა ლაბორატორია ოქსფორდის უნივერსიტეტის ნუფილდის მედიცინის დეპარტამენტში, რათა გამოეკვლია ერითროპოეტინის(EPO) რეგულირება, თირკმელების მიერ გამოყოფილი ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის სტიმულირებაზე. EPO,როგორც ცნობილი იყო, თირკმელების მიერ წარმოიქმნება სისხლში ჟანგბადის დაბალი დონის საპასუხოდ, ხოლო რედკლიფის შრომა ემსახურებოდა იმ მექანიზმების შესწავლას, თუ როგორ შეიძლებოდა ჰიპოქსიის(სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე) გამოწყვევის გარეშე წარმოქმნილიყო EPO. მისი კვლევებიდან, რედკლიფმა აღმოაჩინა, რომ თირკმელებისგან მიღებული ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა(mRNA), რომლებიც EPO წარმოების გზის ნაწილს წარმოადგენდა, რომელსაც შეეძლო ჰიპოქსიის გამოვლენის შესაძლებლობა, ასევე იმყოფებოდა რამდენიმე სხვა ორგანოში, როგორც ადამიანში, ასევე ცხოველებში, მათ შორის ელენთაში, ტვინსა და მამაკაცია რეპროდუქციულ ორგანოში. მისმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ ორგანოების უჯრედებს შეუძლიათ EPO-ს წარმოება, როდესაც ჟანგბადი ნაკლებია.[16]

ამ აღმოჩენებზე დაყრდნობით, რედკლიფის ჯგუფმა, უილიამ კელინთან და გრეგ სემენზასთან ერთობლივი კვლევებით, ხელი შეუწყო დეტალურ მოლეკულური ჯაჭვის აღმოჩენას, რომელსაც უჯრედები იყენებენ ჟანგბადის აღსაქმელად. განსაზღვრული ნაბიჯი იყო ფონ ჰიპელ ლინდაუს სიმსივნური სუპრესორის გენის (VHL) მიერ გამოხატული ცილების შებოჭილობა ჰიპოქსიის ინდუქციურ ფაქტორებთან (HIF), ტრანსკრიპციის ფაქტორი, რომელიც ახდენს EPO გენის ტრანსაქტივაციას. რედკლიფმა დაადგინა, რომ VHL ცილას შეუძლია დააკავშიროს HIF- ის ჰიდროქსილირებული ნარჩენები, როდესაც ჟანგბადი მისაღებ დონეზეა; როდესაც ჟანგბადის დონე დაეცემა, HIF ჰიდროქსილაზა ფერმენტები, PHD1, 2 და 3 აღარ მოქმედებს და VHL არ აკავშირებს HIF-თან, რაც HIF– ს საშუალებას აძლევს დარჩეს და გაააქტიუროს EPO გენი. ეს არის პროცესი, რომლის დასრულებასაც რამდენიმე წუთი სჭირდება, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის სწრაფად რეაგირებას ჰიპოქსიაზე.

ეს გზა ასევე ჩართულია მრავალი სახის კიბოს მკურნალობაში, რაც მათ საშუალებას აძლევს შექმნან ახალი სისხლძარღვები, მათი ზრდის შენარჩუნების მიზნით. ჰიპოქსიის ამჟამინდელი გაგების უმეტესი ნაწილი რატკლიფის ლაბორატორიიდან მომდინარეობს. ჰიპოქსიისგან EPO წარმოების მოლეკულური გზის გაგებას მივყავართ მედიკამენტების განვითარებამდე, რომლებიც VHL– ს უზღუდავს HIF– თან დაკავშირებას, ანემიით და თირკმელების უკმარისობით დაავადებული პაციენტების დასახმარებლად.[17]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

რედკლიფი დაქორწინდა ფიონა მერი მაკდუგალზე 1983 წელს.[18]

ღირსებები და ჯილდოები

რედაქტირება

რედკლიფმა მიიღო არაერთი ჯილდო, აღიარება და წარჩინება ჰიპოქსიაზე მისი მუშაობისთვის.

მან რაინდის წოდება მიიღო 2014 წელს კლინიკური მედიცინის ღირსეული სამსახურისთვის.

  1. 1.0 1.1 Czech National Authority Database
  2. Peter Ratcliffe - Hypoxia Biology Laboratory - website of the Francis Crick Institute
  3. Biologists who decoded how cells sense oxygen win medicine Nobel - website of the scientific journal Nature
  4. Sir Peter Ratcliffe დაარქივებული 2021-01-28 საიტზე Wayback Machine. - website of the Hellenic Society of Biochemistry and Molecular Biology
  5. „Peter Ratcliffe | The Francis Crick Institute“. ციტირების თარიღი: 3 January 2018.
  6. Peter Ratcliffe. ციტირების თარიღი: 8 October 2019.
  7. The Nobel Prize in Physiology or Medicine 2019 en-US. ციტირების თარიღი: 7 October 2019
  8. 8.0 8.1 „Nobel Prize in Medicine Awarded for Research on How Cells Manage Oxygen“.
  9. Sir Peter J. Ratcliffe – Facts – 2019. Nobel Media AB. ციტირების თარიღი: 8 October 2019
  10. Former Lancaster Royal Grammar School pupil to be awarded Nobel Prize. The Francis Crick Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ოქტომბერი 2019. ციტირების თარიღი: 8 October 2019
  11. Cambridge alumnus Sir Peter Ratcliffe awarded 2019 Nobel Prize in Physiology or Medicine. University of Cambridge (7 October 2019). ციტირების თარიღი: 8 October 2019.
  12. Sir Peter J Ratcliffe wins the Nobel Prize in Medicine 2019. University of Oxford (7 October 2019). ციტირების თარიღი: 8 October 2019.
  13. Peter Ratcliffe. The Francis Crick Institute (7 October 2019). ციტირების თარიღი: 8 October 2019.
  14. Professor Sir Peter Ratcliffe. University of Oxford. ციტირების თარიღი: 9 October 2019
  15. Sir Peter J Ratcliffe wins the Nobel Prize in Medicine 2019. University of Oxford. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ნოემბერი 2019. ციტირების თარიღი: 7 November 2019
  16. Professor Sir Peter Ratcliffe to give this year's Linacre Lecture. ციტირების თარიღი: 9 October 2019
  17. Ledford, Heidi; Callaway, Ewen (7 October 2019). „Biologists who decoded how cells sense oxygen win medicine Nobel“. Nature. PMID 31595071. ციტირების თარიღი: 9 October 2019.
  18. Ratcliffe, Sir Peter (John). A & C Black. ციტირების თარიღი: 9 October 2019
  19. Wellcome Trust | Wellcome Trust. Wellcome.ac.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 30 ივნისი 2020.
  20. Nuffield Department of Medicine - Prof Peter J Ratcliffe FRS. Ndm.ox.ac.uk. ციტირების თარიღი: 2 January 2014
  21. Peter J. Ratcliffe. Gairdner. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 2 January 2014.
  22. „William Kaelin, Peter Ratcliffe, and Gregg Semenza receive the 2016 Albert Lasker Basic Medical Research Award“. 13 September 2016. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  23. Oxygen sensing – an essential process for survival en. ციტირების თარიღი: 7 October 2019
  24. Buchanan Medal. Royal Society. ციტირების თარიღი: 11 December 2017
  25. Massry Prize 2018 – Keck School of Medicine of USC. ციტირების თარიღი: 8 October 2019
  26. The Nobel Prize in Physiology or Medicine 2019. ციტირების თარიღი: 8 October 2019

გარე ბმულები

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პიტერ_რედკლიფი“-დან