პიროყურძნის მჟავა

პიროყურძნის მჟავა — ალფა-კეტოპროპიონის მჟავა, CH3COCOOH, მკვეთრსუნიანი უფერო სითხე. ადვილად იხსნება წყალში, სპირტსა და ეთერში. გვხვდება ყველა ორგანიზმის უჯრედებში. შუალედი რგოლია ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების გარდაქმნის პროცესში. ნივთიერებათა ცვლის მთელ რიგ დარღვევათა შემთხვევაში (მაგ., ავიტამინოზის დროს) პიროყურძნის მჟავა ორგანიზმში გროვდება (იხილეთ ბერი-ბერი).

პიროყურძნის მჟავა
პიროყურძნის მჟავა: ქიმიური ფორმულა
პიროყურძნის მჟავა: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაალფა-კეტოპროპიონის მჟავა
ტრადიციული სახელწოდებაპიროყურძნის მჟავა
ქიმიური ფორმულაСH3COCOOH

ლიტერატურა

რედაქტირება