პიროპლაზმიდოზები
პიროპლაზმიდოზები — შინაური და გარეული ძუძუმწოვრების, ფრინველების, თევზებისა და ამფიბიების ფართოდ გავრცელებული სისხლის პარაზიტულ დაავადებათა ჯგუფი. გვხვდება ადამიანებშიც, იწვევს ერთუჯრედიანი ორგანიზმები — პიროპლაზმიდები. გამომწვევები პარაზიტობენ ცხოველთა ერითროციტებში. გადამტანებია იქსოდისებრი ტკიპები. პიროპლაზმიდოზებისთვის დამახასიათებელია ცხელება, ლორწოვანი გარსების სიყვითლე, ანემია, ჰემოგლობონურია, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციის მოშლა. პიროპლაზმიდოზებით დაავადება მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს აყენებს მეურნეობას.
პროფილაქტიკა: ცხოველის დაცვა დასენიანებული ტკიპების შესევისაგან, ცხოველთა დამუშავება სპეციალური პრეპარატებით (ქიმიური პროფილაქტიკა).
ლიტერატურა
რედაქტირება- ცომაია ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 85.