იქსოდისებრი ტკიპები

იქსოდისებრი ტკიპები, საძოვრის ტკიპები (ლათ. Ixodidae) — ტკიპების ოჯახი. აქვთ 10 მმ სიგრძის სხეული. განვითარების ციკლი მოიცავს კვერცხსა და 3 აქტიურ სტადიას (ლარვა, ნიმფა და ზრდასრული ფორმა). იკვებებიან 3-10 დღე სიცოცხლეში ერთხელ. გამაძღარი ტკიპა სცილდება მასპინძელს და დებს 3-10 ათასამდე კვერცხს. იქსოდისებრი ტკიპები გავრცელებულია ყველა მატერიკზე, გარდა ანტარქტიდისა. ოჯახში 1000-მდე სახეობაა. საქართველოში ცნობილია 29 სახეობა. იქსოდისებრი ტკიპები პარაზიტობენ გარეულ (ქვეწარმავლები, ძუძუმწოვრები და ფრინველები) და შინაურ ცხოველებზე. იკვებებია სისხლით, ხშირად ადამიანზეც პარაზიტობენ. გადააქვთ ადამიანის დაავადებებისა (ტკიპისმიერი ენცეფალიტი, ტკიპისმიერი ტიფი, ჰემორაგიული ცხელება, ცხელება-Q, ტულარემია) და პიროპლაზმოზის გამომწვევები. საქართველოში ცნობილია პათოგენური ტკიპების რამდენიმე სახეობა: Boophilus calcaratus — გადააქვს ძროხის პიროპლაზმოზი და ანაპლაზმოზი; Rhipicephalus bursa — ცნობილია როგორც ძროხის, ცხენისა და ცხვრის რამდენიმე სახეობის სისხლის პარაზიტული დაავადებების გადამტანი.

იქსოდისებრი ტკიპები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  ობობასნაირნი
რიგი:  ტკიპები
ოჯახი:  იქსიდოსებრი ტკიპები
ლათინური სახელი
Ixodidae

ლიტერატურა

რედაქტირება