პირინის ეროვნული პარკი
პირინის ეროვნული პარკი (ბულგ. Национален Парк Пирин) მდებარეობს პირინის მთების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბულგარეთი. პარკის ფართობი შეადგენს 403 კმ², ხოლო ეს ტერიტორია მდებარეობს ზღვის დონიდან 1,008 - 2.914 მეტრ სიმაღლეზე.
პირინის ეროვნული პარკი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ბულგარეთი |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | x |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 41°40′00″ ჩ. გ. 23°30′00″ ა. გ. / 41.66667° ჩ. გ. 23.50000° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1983 (მე-7 სესია) |
ნომერი | 225 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 225 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ისტორია
რედაქტირებაპარკი დაარსდა 1962 წლის 8 დეკემბერს, თავდაპირველად მას ეწოდა ვიჰრენის ეროვნული პარკი. პარკის შექმნის მთავარი დანიშნულება იყო, პირინის მთებზე არსებული უიშვიათესი ჯიშის მცენარეულობის შენარჩუნება. ეს ტერიტორია თავდაპირველად მოიცავდა 62 კმ²-ს. 1974 წელს ამ ტერიტორიას თანამედროვე სახელი, პირინის ეროვნული პარკი ეწოდა და მისი ფართობი საკმაოდ გაიზარდა.
1979 წელს პარკის მთავარი სამმართველო ცენტრი, გაიხსნა ქალაქ ბანსკოში. 1983 წელს პირინის ეროვნული პარკი შევიდა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. 1998 წელს მიღებული ახალი კანონით, პარკის ფართობი გაიზარდა და ის დღემდე შეადგენს 403,32 კმ² ტერიტორიას.
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებაპარკში იზრდება დაახლოებით 1300 სახეობის მცენარე. მათ შორის 300 სახეობის ხავსი და დიდი რაოდენობით წყალმცენარეა. პარკში არსებული 18 სახეობის მცენარე ენდემურია. აქ ასევე იზრდება მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობა, მათ შორის ედელვაისი, რომელიც პირინის სიმბოლოა.
პირინის ეროვნული პარკში დაახლოებით 2.090 სახეობის ცხოველი ბინადრობს. აქედან 214 ენდემურია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2016-01-10 საიტზე Wayback Machine.
- World Conservation Monitoring Centre დაარქივებული 2007-02-23 საიტზე Wayback Machine.
- Official UNESCO website entry
- Pirin National Park at BulgariaTravel.org დაარქივებული 2005-04-15 საიტზე Wayback Machine.