პირიმზე
პირიმზე (ლათ. Diphelypaea coccinea) — ბალახოვანი მცენარე კელაპტარასებრთა ოჯახისა. პარაზიტია, მეტწილად გვირილებზე და რთულყვავილოვანთა ოჯახის სხვა მცენარეებზე სახლობს. მისი ფოთლები დაკნინებულია და ღეროს ქვედა ნაწილში გადაქცეულია ყავისფერ ქერქლებად, ფესვები კი — მისაწოვრებად.
პირიმზე | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Diphelypaea coccinea | |||||||||||
|
15-40 სმ სიმაღლის ჩხირის მსგავს და ამართულ დაუტოტავ ღეროზე ყოველთვის მზისკენ მიმართული მხოლოდ ერთი ლალისფერი ყვავილი ზის.
გავრცელებულია ქართლსა და კახეთში, მთის ქვედა სარტყლიდან შუა სარტყლამდე. გვხვდება კლდეზე, ველზე და ზოგჯერ ბუჩქნარებში. თბილისის მიდამოებში ჩიბუხას ეძახიან.
ლიტერატურა
რედაქტირება- მაყაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 80.