პირენომიცეტები
პირენომიცეტები (ლათ. Pyrenomycetes) — ჩანთიანი სოკოების ჯგუფი, რომელთა ნაყოფსხეული — პერითეციუმი პირდაპირ მიცელიუმის ჰიფებზე ან ჰიფების ხლართებზე ვითარდება. შეიცავს 10000-ზე მეტ სახეობას. ჩანთიანი სტადიის გარდა ახასიათებს კონიდიალური სტადიაც. უმრავლესობა საპროფიტია, ცხოვრობს მცენარეულ ნარჩენებზე და მონაწილეობს მათ დაშლაში. მრავალი სახეობა კონიდიალურ სტადიაში პარაზიტობს უმაღლეს მცენარეებზე და იწვევს სხვადასხვა დაავადებას. მაგ., სოკო ლათ. Claviceps purpurea ე. წ. ჭვავის რქას იწვევს; ლათ. Venturia inaequalis, ლათ. Venturia pirina — ვაშლისა და მსხლის ქეცს, ლათ. Guignardia bidwellii — ყურძნის შავ სიდამპლეს და სხვა. ლათ. Ceratostomella ulmi-საგან არის გამოწვეული თელის მასობრივი ხმობა მთელ მსოფლიოში.
პირენომიცეტები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Pyrenomycetes | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 71.