პირადი საიდუმლოება

პირადი საიდუმლოება — ამ ცნების სამართლებრივი განსაზღვრა საკმაოდ რთულია, რადგან ეს დამოკიდებულია იმაზე, ესა თუ ის პიროვნება რას მიიჩნევს საკუთარ პირად საიდუმლოებად.

საქართველოს კანონმდებლობით, პირად საიდუმლოებად მიიჩნევა საჯარო დაწესებულებაში დაცული პერსონალური მონაცემები, რომელთა გასაიდუმლოების შესახებ მოთხოვნა დაყენებულია თვით ამ პირის მიერ, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასევე, ყველა ის ინფორმაცია და გარემოება, რომელთან დაკავშირებითაც ადამიანს აქვს კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის გონივრული მოლოდინი. ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგენს პირად საიდუმლოებას.

კერძო პირების შესახებ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელიც დაცულია საჯარო დაწესებულებაში, დახურულია, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად, ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. საჯარო დაწესებულება, რომელიც, კონკრეტული საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, აგროვებს და ინახავს ამ ინფორმაციას, ვალდებულია, უზრუნველყოს მისი დაცულობა. პირად საიდუმლოებად ჩაითვლება ისეთი ინფორმაცია, რომელიც პირის იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა, შესაბამისად, საჯარო დაწესებულებამ ავტომატურად უნდა გაასაიდუმლოოს ეს ინფორმაცია და ის ხელმიუწვდომელი უნდა იყოს სხვა ნებისმიერი პირისათვის.

ლიტერატურა

რედაქტირება