პილარ დე ბურბონი
პილარ დე ბურბონი (ესპ. Pilar de Borbón; დ. 30 ივლისი, 1936 — გ. 8 იანვარი, 2020, მადრიდი) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ის ვაჟის, ბარსელონას გრაფ ხუან ესპანელისა და მარია დე ლას მერსედეს დე ბურბონ სიცილიელის უფროსი ასული. ბადახოსისა და ესტრადას ჰერცოგინია. ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ის უფროსი და და ესპანეთის დღევანდელი მეფის, ფილიპე VI-ის მამიდა.
პილარ დე ბურბონი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
30 ივლისი, 1936 კანი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
8 იანვარი, 2020 (83 წლის) მადრიდი |
ეროვნება | ესპანელები |
წოდება |
ბადახოსის ჰერცოგინია ესტრადას ჰერცოგინია ლა ტორეს ვიკონტესა |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) |
ლუის გომეს-ასებო, ესტრადას ჰერცოგი (ქ. 1967 - გარდ. 1991) |
შვილ(ებ)ი |
სიმონეტა ხუანი ბრუნო ლუისი ფერნანდო |
მშობლები |
მამა: ხუანი, ბარსელონას გრაფი დედა: მარია დე ლას მერსედეს დე ბურბონ-სიცილიელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაპილარი დაიბადა 1936 წლის 30 ივლისს, საფრანგეთის ქალაქ კანში. იგი იყო ესპანეთის ჩამოგდებული მეფე ალფონსო XIII-ის უმცროსი ვაჟის, ბარსელონას გრაფ ხუან ესპანელისა და მისი მეუღლის, მარია დე ლას მერსედეს დე ბურბონ-სიცილიელის პირველი შვილი. საფრანგეთის შემდეგ, მშობლებთან ერთად იგი დროებით ცხოვრობდა ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ კი პორტუგალიაში.
1962 წელს პილარი ათენში დაესწრო მისი ძმის, ინფანტი ხუან კარლოსისა და საბერძნეთისა და დანიის პრინცესა სოფია ბერძენის ქორწინებას. ამის შემდეგ პილარმა თავის ქორწინებაზეც დაიწყო ფიქრი, თუმცა მას ნებისმიერზე ქორწინება არ შეეძლო, რასაც კარლ III-ის მიერ გამოცემული პრაგმატული სანქცია უკრძალავდა, რომლის მიხედვითაც სამეფო ოჯახის წევრებს მათზე დაბალი წოდების ხალხზე ქორწინების უფლება არ აქვთ. მიუხედავად ამისა, 1967 წლის 5 მაისს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში პილარი დაქორწინდა ესპანელ დიდგვაროვანზე, ესტრადასა და ლა ტორეს ჰერცოგ ლუის გომეს-ასებოზე, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა:
- სიმონეტა (1968-ცოცხალია), ცოლად გაჰყვა ხოსე მიგელ ფერნანდეს-სასტრონს, რომელსაც ქორწინებიდან 22 წელიწადში გაშორდა, თუმცა მისგან სამი შვილი დარჩა;
- ხუანი (1969-ცოცხალია), დე ლა ტორეს ვიკონტი, ცოლად შეირთო ელიზაბეთ კარნეი, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა;
- ბრუნო (1971-ცოცხალია), ცოლად შეირთო ბარბარა კანო ი დე ლა პლასა, რომელთანაც სამი ვაჟი შეეძინა;
- ლუისი (1973-ცოცხალია), ცოლად შეირთო ლაურა პონტე ი მარტინესი, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი;
- ფერნანდო (1974-ცოცხალია), ცოლად შეირთო მონიკა მარტინა ლუკი, რომელსაც ქორწინებიდან 11 წელიწადში გაშორდა, ამის შემდეგ იგი დაქორწინდა ბერძენ ჟურნალისტ ნადია ჰალამანდარზე, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა;
1975 წელს ესპანეთში მონარქია აღდგა და ტახტზე მისი ძმა, ხუან კარლოს I-ავიდა, რომელმაც თავის დას ბადახოსის ჰერცოგინიის წოდება უბოძა. 1991 წელს გარდაიცვალა პილარის მეუღლე.
1996-2006 წლებში პილარი იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე მან დააარსა ესპანური დაფის თამაშების ოლიმპიური კომიტეტი.
2014 წელს პილარი დაესწრო თავისი ვაჟის, ბრუნოს ქორწინებას, რის შემდეგაც მან ბრუნოს თავისი კომპანიის „ხაზინადრობა“ უბოძა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Federación Ecuestre Alemana (2012). Picobello Publishing. ed. Técnicas Avanzadas de Equitación – Manual Oficial de Instrucción de la Federación Ecuestre Alemana. Picobello Publishing. pp. 278. ISBN 978-84-936721-8-8