ტიმოთი პიკერინგი

(გადამისამართდა გვერდიდან პიკერინგი, ტიმოთი)

ტიმოთი პიკერინგი (ინგლ. Timothy Pickering; დ. 17 ივლისი, 1745 — გ. 29 იანვარი, 1829) — აშშ-ის მესამე სახელმწიფო მდივანი, ამ პოსტზე მსახურობდა 1795 წლიდან 1800 წლამდე, ორ პრეზიდენტთან ჯორჯ ვაშინგტონთან და ჯონ ადამსთან.

ტიმოთი პიკერინგი
ტიმოთი პიკერინგი
აშშ-ის მეორე სახელმწიფო მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 აგვისტო, 1795 – 12 მაისი, 1800
პრეზიდენტი  ჯორჯ ვაშინგტონი
ჯონ ადამსი
წინამორბედიედმუნდ რენდოლფი
მემკვიდრეჯონ მარშალი

დაბადებული17 ივლისი, 1745
სალემი, მასაჩუსეტსი, აშშ
გარდაცვლილი29 იანვარი, 1829 (83 წლის)
ეროვნებაამერიკელი
პოლიტიკური პარტიაფედერალისტური პარტია
განათლებაჰარვარდის უნივერსიტეტი
ხელმოწერა

პიკერინგი დაიბადა სალემში, მასაჩუსეტსის შტატში, ტიმოთი და მერი უინგეიტ პიკერინგების ოჯახში.[1] 1763 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი. თავიდან იგი რევოლუციონერებს ოპიზიციაში ედგა, თუმცა 1777 წელს მან მიიღო გენერალ ჯორჯ ვაშინგტონის შეთავაზება, ემსახურა გენერალ ადიუტანტად, მან დიდი წვლილი შეიტანა რევოლუციის გამარჯვებაში.

1780 წელს კონტინენტურმა კონგრესმა პიკერინგი გენერალ-კვარტირმეისტერად,[2] ხოლო 1791 წელს ვაშინგტონმა ფოსტის ხელმძღვანელად დანიშნა.[1] იგი ამ პოსტზე 1795 წლამდე მუშაობდა. დროებით ომის მდივანი იყო, ხოლო 1795-1800 წლებში სახელმწიფო მდივანი.

1803 წელს ის გახდა აშშ სენატის წევრი, ფედერალისტთა პარტიიდან. 1812 წელს სენატორობიდან წასვლის შემდეგ ის არჩეულ იქნა წარმომადგენელთა პალატაში, სადაც მოღვაწეობდა 1817 წლამდე. 1815 წელს აირჩიეს ხელოვნებისა და მეცნიერებისა ამერიკული აკადემიის წევრად.[3]

1816 წლიდან იგი დაბრუნდა სალემში, სადაც ფერმერობას მიჰყო ხელი და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა. გარდაიცვალა 1829 წლის 29 იანვარს, 83 წლის ასაკში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Clarfield, Gerard H. "Postscript to the Jay Treaty: Timothy Pickering and Anglo-American Relations, 1795-1797," William and Mary Quarterly 3d ser., 23, 1 (1966): 106-20.
  • Clarfield, Gerard H. Timothy Pickering and American Diplomacy, 1795-1800. Columbia: University of Missouri Press, 1969.
  • Clarfield, Gerard. Timothy Pickering and the American Republic. Pittsburgh: University of Pittsburgh Press, 1980.
  • Clarfield, Gerard H. "Timothy Pickering and French Diplomacy, 1795-1796." Essex Institute Historical Collections 104, 1 (1965): 58-74.
  • Clarfield, Gerard H. "Victory in the West: A Study of the Role of Timothy Pickering in the Successful Consummation of Pinckney‘s Treaty," Essex Institute Historical Collections 101, 4 (1965): 333-53.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Timothy Pickering: Biography from Answers.com
  2. Pickering and Upham, Life of Timothy Pickering, 1:34-139, 251-522; 2:69-508; Gerard H. Clarfield, Timothy Pickering and the American Republic (Pittsburgh: University of Pittsburgh Press, 1980), 47-144; Edward Hake Phillips, "Salem, Timothy Pickering, and the American Revolution," Essex Institute Historical Collections 111, 1 (1975): 65-78; David McLean, Timothy Pickering and the Age of the American Revolution (New York: Arno Press, 1982).
  3. Book of Members, 1780–2010: Chapter P. American Academy of Arts and Sciences. ციტირების თარიღი: 28 ივლისი, 2014.