პიერ პიუჟე

ფრანგი მოქანდაკე, ფერმწერი და არქიტექტორი

პიერ პიუჟე (ფრანგ. Pierre Puget; დ. 16 ოქტომბერი, 1620, მარსელი – გ. 2 დეკემბერი, 1694, მარსელი) — ფრანგი მოქანდაკე, ფერმწერი და არქიტექტორი, ბაროკოს წარმომადგენელი. ქანდაკების ხელოვნებას ეუფლებოდა ხის ფუგურების მთლელ ოსტატთან. 1640-43 წლებში ცხოვრობდა იტალიაში, ძირითადად მეცადინეობდა ფერწერაში პიეტრო და კორტონას ხელმძღვანელობით. პიუჟეს ქანდაკებები გამოხატავენ ძლიერ ფიზიკურ ძალას, დაძაბულობას და მძაფრ დრამატიზმს (ტულონის რატუშის აივნების ატლანტები, „გალიელი ჰერკულესი“, 1660-61). პიუჟეს ფერწერა ახლოსაა იტალიურ ბაროკოსთან (გვერჩინო და სხვა), მაგრამ გამოირჩევა უფრო ენერგიული კოლორიტით („ქრისტე, სამყაროს მხსნელი“, 1665, ლონშანის მუზეუმი, მარსელი). მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნამუშევარია მარსელი გადაკეთების პროექტი (1660-იანე წლები, არ განხორციელებულა).

პიერ პიუჟე
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 16 ოქტომბერი, 1620(1620-10-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი მარსელი
გარდ. თარიღი 2 დეკემბერი, 1694(1694-12-02)[5] [11] [2] [3] [12] [4] [6] [8] [9] [10] (74 წლის)
გარდ. ადგილი მარსელი, საფრანგეთი
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[13] , მოქანდაკე[14] და მხატვარი[14]
მოქალაქეობა საფრანგეთი[15]
მიმართულება ბაროკო
შვილ(ებ)ი François Puget[16]

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. RKDartists
  2. 2.0 2.1 Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 StructuraeRatingen: 1998.
  5. 5.0 5.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. 6.0 6.1 Herding K. Puget, Pierre // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T069994
  7. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 GeneaStar
  10. 10.0 10.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  11. Pierre Puget
  12. SNAC — 2010.
  13. Deutsche Nationalbibliothek Record #118742930 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  14. 14.0 14.1 The Fine Art Archive — 2003.
  15. KulturNav — 2016.
  16. Union List of Artist Names — 2021.