პიატრა-კრაიულუი (რუმ. Piatra Craiului) — ქედი რუმინეთში, სამხრეთ კარპატებში. მაქსიმალური სიმაღლე 2238 მ (მთა ლა-ომი). მეტწილად აგებულია კირქვებით. განვითარებულია კარსტული ლანდშაფტი, სადაც გამომუშავებულია ღრმა ხეობები. არის მღვიმეები. შედის პიატრა-კრაიულუის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. ზამთარში და გაზაფხულზე დამახასიათებელია ზვავი.

პიატრა-კრაიულუი
პიატრა-კრაიულუი
პიატრა-კრაიულუი
კოორდინატები: 45°32′ ჩ. გ. 25°13′ ა. გ. / 45.533° ჩ. გ. 25.217° ა. გ. / 45.533; 25.217
ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
ტერიტორიული ერთეული ბრაშოვის ჟუდეცი
არჯეშის ჟუდეცი
უმაღლესი წერტილი ლა-ომი
სიმაღლე 2238 
ფართობი ~ 200 კმ²
სიგრძე 25 კმ
ამგებელი ქანები კირქვა
პიატრა-კრაიულუი — რუმინეთი
პიატრა-კრაიულუი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება