პიაიიანე
(გადამისამართდა გვერდიდან პიაიანე)
პიაიიანე (ფინ. Päijänne) — ფართობით მეორე ტბა ფინეთში. მდებარეობს ჰელსინკიდან 110 კმ-ით ჩრდილოეთით და ტამპერედან 77 კმ-ით აღმოსავლეთით. მისი ფართობი 1 080 კმ²-ია. ტბიდან გამომავალი მდინარე კიმი ფინეთის ყურეს უერთდება. ტბის ირგვლივ შექმნილია პიაიიანეს ეროვნული პარკი.
პიაიიანე | |
---|---|
Päijänne | |
![]() | |
კოორდინატები: 61°35′ ჩ. გ. 25°30′ ა. გ. / 61.583° ჩ. გ. 25.500° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 78,3 მ |
სიგრძე | 120 კმ |
ფართობი | 1080 კმ² |
საშუალო სიღრმე | 16,2 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 95,3 მ |
![]() |
პიაიიანე მყინვარული წარმოშობის ტბაა და უღრმესია ფინეთის ტბებს შორის (95,3 მ). სანაპირო ხაზი ძლიერ დანაწევრებულია. დეკემბრიდან აპრილემდე, ტბა გაყინულია.
ტბის სანაპიროზე მდებარე მნიშვნელოვანი ქალაქებია უვიასკიულია და ლახტი.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Finnish Environment Institute: Finnish lakes larger than 40 square kilometers დაარქივებული 2011-07-25 საიტზე Wayback Machine.
- პიაიიანეს ეროვნული პარკი დაარქივებული 2010-02-01 საიტზე Wayback Machine.