პეწიანასებრნი
პეწიანასებრნი (ლათ. Buprestidae), მწერების ოჯახი ხეშეშფრთიანთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 3-იდან 100 მმ აღწევს. ხშირად აქვთ კაშკაშა ლითონისებრი შეფერილობა. ხოჭო აზიანებს მცენარეთა კვირტებს, ყუნწებს, ყლორტებსა და წვრილი ტოტების ქერქს. მატლი იკვებება ნაღრღენი ფქვილით, აკეთებს დაკლაკნილ სასვლელებს. პეწიანასებრნი აერთიანებს 10 ათასზე მეტ სახეობას.
პეწიანასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Buprestidae | ||||||||||||
|
საქართველოში გავრცელებულია შავი პეწიანა — აზიანებს ჭერამს, ალუბალს, ბალს, ატამს და სხვა მცენარეებს. ლურჯი პეწიანა, ოთხწერტილოვანი პეწიანა — აზიანებს წიწვოვანებს; ალვის ხის პეწიანა — აზიანებს ვერხვს, ალვის ხეს და სხვა ფოთლოვან ჯიშებს. ვიწროტანიანი პეწიანა — აზიანებს ნეკერჩხალს, რცხილას და და სხვას.
ლიტერატურა
რედაქტირება- გუჯაბიძე ნ., ქსე, ტ. 8, გვ. 53, თბ., 1984