პეტრ ფიალა

ჩეხი პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი და პედაგოგი

პეტრ ფიალა (ჩეხ. Petr Fiala; დ. 1 სექტემბერი, 1964, ბრნო, ჩეხოსლოვაკია) — ჩეხი პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი და პედაგოგი. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 17 დეკემბრიდან, მოქალაქეთა დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე 2014 წლის 18 იანვრიდან. პეტრ ნეჩასის მთავრობაში ჩეხეთის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი (2012-2013 წწ.). 2017-2021 წლებში ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის მოადგილე. აკადემიურ წრეებში ცნობილია როგორც ბრნოს მასარიკის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი და პრო-რექტორი.

პეტრ ფიალა
პეტრ ფიალა
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა17 დეკემბერი, 2021
პრეზიდენტი  მილოშ ზემანი
წინამორბედიანდრეი ბაბიში

ჩეხეთის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 მაისი, 2012 – 10 ივლისი, 2013
წინამორბედიიოზეფ დობეში
მემკვიდრედალიბორ შტისი

ჩეხეთის დეპუტატთა პალატის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ოქტომბერი, 2013 – დღემდე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 იანვარი, 2014 – დღემდე

დაბადებული1 სექტემბერი, 1964
ბრნო, ჩეხოსლოვაკია
პოლიტიკური პარტიამოქალაქეთა დემოკრატიული პარტია (2013-დან)
შვილები3
განათლებაკარლოვის უნივერსიტეტი
პროფესიაპოლიტიკოსი, პოლიტოლოგი, პედაგოგი
რელიგიაკათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

პეტრ ფიალა დაიბადა ბრნოში, კათოლიკურ ოჯახში.[1] მისი მამა, რომელიც ებრაული ოჯახიდან იყო, ჰოლოკოსტს გადაურჩა.[1][2] 1983-1988 წლებში სწავლობდა ისტორიასა და ჩეხურ ფილოლოგიას მასარიკის უნივერსიტეტში, რომლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ისტორიკოსად კრომერჟიჟის მუზეუმში.[3]

1996 წელს გახდა პრაღის კარლის უნივერსიტეტის დოცენტი, ხოლო 2002 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიტიკურ მეცნიერებათა პირველ პროფესორი გახდა.[4] 2004 წელს გახდა სოციალურ მეცნიერებათა დეკანი და ამავე წელს აირჩიეს მასარიკის უნივერსიტეტის რექტორად.[5] ხელმეორედ აირჩიეს 2008 წელს და ეს თანამდებობა ეკავა 2011 წლამდე.[4] ფიალას რექტორობის დროს უნივერსიტეტის სტუდენტთა რაოდენობა გაიზარდა 45 000 სტუდენტამდე და გახდა ჩეხეთის ყველაზე პოპულარული უნივერსიტეტი.[6] მისსავე რექტორობისას ააშენეს €220 მილიონის ღირებულების კამპუსი.[7]

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

2013 წელს გახდა ჩეხეთის დეპუტატთა პალატის წევრი. 2014 წელს აირჩიეს მოქალაქეთა დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელად. 2021 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტა შეექმნათ კოალიციური მთავრობა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგინეს პეტრ ფიალა.[8] 2021 წლის 28 ნოემბერს პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა სთხოვა ჩამოეყალიბებინა მთავრობა.[9] დანიშვნის შემდეგ ფიალამ განაცხადა, რომ მას სჯერა, მისი მთავრობა ცვლილებებს მოიტანს და გააუმჯობესებს ჩეხეთის რესპუბლიკაში ადამიანების ცხოვრებას, მაგრამ მომავალი წელი რთული იქნება მრავალი მოქალაქისათვის და ჩეხეთისათვის.[10]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1992 წელს დაქორწინდა ბიოლოგ იანა ფიოლოვაზე, რომელიც ცნობილი გახდა ხავერდოვანი რევოლუციის დროს. შეეძნათ სამი შვილი.[11]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Petr Fiala: The Czech Republic's New Prime Minister? en (18 October 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-08
  2. Fast Confession - Petr Fiala: Being happy is more important than being successful in the eyes of society en (11 November 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-08. ციტირების თარიღი: 2021-11-08
  3. Professor or former rector and minister. Will Petr Fiala lead the Czech government? – World news en-US. ციტირების თარიღი: 2021-11-08
  4. 4.0 4.1 Prof. PhDr. Petr Fiala, Ph.D., LL.M. | Government of the Czech Republic. ციტირების თარიღი: 2021-11-08
  5. Masarykova univerzita si zvolila nového rektora. ციტირების თარიღი: 11 October 2021
  6. New minister shelves tuition fees plan to negotiate with universities. ციტირების თარიღი: 2021-11-08
  7. Petr Fiala - životopis cs. ციტირების თარიღი: 11 October 2021
  8. Две коалиции в нижней палате парламента Чехии заявили о намерении сформировать кабмин
  9. Zeman jmenoval Fialu premiérem. V pondělí se začne scházet s ministry. ციტირების თარიღი: 28 November 2021
  10. Fiala: Chci říkat pravdu, příští rok bude těžký. ციტირების თარიღი: 28 November 2021
  11. Sametová láska předsedy ODS Petra Fialy: Rande na hřbitově, návrh a revoluce cs (19 November 2019). ციტირების თარიღი: 12 October 2021