პეტრე ჩხობაძე
პეტრე ჩხობაძე (დ. 6 მარტი, 1908, ტყაჩირი — გ. 24 ოქტომბერი, 1985) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, საბჭოთა გენერალ-მაიორი (1953).
ბიოგრაფია
რედაქტირება1930 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს. 1931 წელს ექსტერნად დაამთავრა ამიერკავკასიის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელი, 1938 წელს „ვისტრელის“ კურსები, 1951 წელს კი მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია. დიდი სამამულო ომის დროს 1941-1945 წლებში ჩრდილოეთ-დასავლეთისა და კალინინის ფრონტებზე იბრძოდა. მონაწილეობდა მოსკოვის დაცვაში. 1944-1956 წლებში თბილისის მსროლელი დივიზიის მეთაური; 1957-1963 წლებში ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. 1956 წლიდან თადარიგში იყო. დაჯილდოებულია 5 ორდენით, 10 მედლით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩინჩილაკაშვილი, ტ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 178.