პეტრე შირშოვი
პეტრე პეტრეს-ძე შირშოვი (რუს. Пётр Петрович Ширшов; დ. 25 დეკემბერი [ძვ. სტ. 12 დეკემბერი], 1905, ეკატერინოსლავი — გ. 17 თებერვალი, 1953, მოსკოვი) — საბჭოთა ოკეანოგრაფი და ჰიდრობიოლოგი, პოლარეთის მკვლევარი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაიყო სახელმწიფო მოღვაწე, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1939), საბჭოთა კავშირის გმირი (1938). სკკპ წევრი 1938 წლიდან. მონაწილეობდა არქტიკის ექსპედიციებში, მათ შორის, ყინულმჭრელ „სიბირიაკოვზე“ (1932), გემ „ჩელიუსკინზე“ (1933-34) და მოდრეიფე სადგურ „ჩრდილოეთ პოლუსზე“ (1937-38). 1942-48 წლებში შირშოვი იყო სსრკ საზღვაო ფლოტის სახელმწიფო კომისარი (შემდეგში მინისტრი), 1946 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ოკეანოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.
შრომები
რედაქტირებამთავარი შრომები ეხება პოლარული ზღვების პლანქტონს. შირშოვმა უარყო ჰიპოთეზა ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის მაღალ განედებში სიცოცხლის არარსებობის შესახებ. დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 4 სხვა ორდენით, აგრეთვე მედლებით. შირშოვის სახელი დაერქვა უბეს ფრანც-იოსების მიწაზე, წყალქვეშა ქედს ბერინგის ზღვაში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ოკეანოლოგიის ინსტიტუტს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 8.