სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟღენტი.

პეტრე ჟღენტი (დ. 4 აპრილი, 1903, ბახვი, ოზურგეთის მაზრა — გ. უცნობია) — ქართველი საბჭოთა ეკონომისტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1958), საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1930 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1948-1950 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტის დეკანი, 1958 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის პროფესორი. 1960 წლიდან იყო საქართველოს სსრ-ის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. იყო საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს VIII მოწვევის დეპუტატი.

ლიტერატურა

რედაქტირება