პეტრე ბრაილოვსკი
პეტრე ვლადიმერის ძე ბრაილოვსკი (დ. 31 დეკემბერი, 1862, თბილისი, — გ. 5 იანვარი, 1911, იქვე) — სამთო ინჟინერი, წარმოშობით უკრაინელი, დედით — ქართველი.
დაამთავრა თბილისის ვაჟთა I გიმნაზია. სხვადასხვა დროს მუშაობდა ყაღიზმანში მარილის საბადოებზე, შუა აზიის რკინიგზის მშენებლობაზე, ბაქოში „მოსკოვ-კავკასიის“ ნავთის მწარმოებელი ამხანაგობის მმართველად. თავისი სახსრებით თბილისის ბოტანიკურ ბაღში, სოლოლაკის ქედში დაიწყო გვირაბის მშენებლობა (ინჟინერ კონსტანტინე ხატისოვთან ერთად). განზრახული ჰქონდა თბილისსა და კოჯორში ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტების მოწყობა, რისთვისაც შეისყიდა ბოტანიკურ ბაღთან არსებული მუსლიმური სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია. აქედან კოჯრისაკენ უნდა გაეყვანა ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა. პროექტი განუხორციელებელი დარჩა ბრაილოვსკის გარდაცვალების გამო. პეტრე ბრაილოვსკის შვილი იყო მხატვარი ნინო ბრაილოვსკაია (ბრაილაშვილი).
ლიტერატურა
რედაქტირება- კინწურაშვილი ს., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 478.