პეტარ ბრზიცა
პეტარ ბრზიცა (ხორ. Petar Brzica; დ. 1917[1][2] — გ. 2007 (?)) — ხორვატი ფაშისტი და სამხედრო დამნაშავე მეორე მსოფლიო ომში. ჰქონდა ლეიტენანტის წოდება და ირიცხებოდა კათოლიკურ ორგანიზაცია „კრიჟარში“. მუშაობდა იასენოვაცის სიკვდილის ბანაკში მცველად. გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით და დაუნდობლობით სერბების მიმართ, რის გამოც უწოდეს „სერბებისხოცვის მეფე“. ცნობილია, რომ უსტაშების მიერ იასენოვაცის ბანაკში ჩატარებულ შეჯიბრში გაიმარჯვა ბრზიცამ, დახოცა რა სპეციალური სერბების სახოცი დანით ერთ ღამეში 1360 სერბი. ჩადენილი საქციელისთვის მან საჩუქრად მიიღო ოქროს საათი, ვერცხლის სერვისი, შემწვარი გოჭი და ღვინო. ბრზიცა არასოდეს გასამართლებულა ჩადენილი დანაშაულების გამო.
ლიტერატურა
რედაქტირება- Bulajić, Milan; Šarčević, Svetlana; Popović, Jelena (2002) Jasenovac: the Jewish Serbian holocaust (the role of the Vatican) in Nazi-Ustasha Croatia (1941-1945). Fund for Genocide Research (University of Michigan).
- (1946) Crimes in the Jasenovac Camp. Zagreb: State Commission of Croatia for the investigation of the crimes of the occupation forces and their collaborators.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Hidden History: The Horror of Jasenovac (2016-05-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მაისი, 2016.
- ↑ Bulajić, Šarčević და Popović 2002, p. 215