პერუს მთების სია
პერუს მთიანი ნაწილი ძირითადად სანაპირო ზოლში მდებარეობს. ანდები ცალკეული ქედებისგან და ხეობებისგან შედგება. ქვეყნის ამ ნაწილს სიერას უწოდებენ. დიდ სიმაღლეზე, ქედებს შორის მდებარეობს ზეგანი, რომელსაც ჰუნა ეწოდება. მთის ჰავა ნაირგვარია, დასავლეთით მდებარე ქედებზე ნალექები ნაკლები რაოდენობით მოდის ვიდრე აღმოსავლეთით. ზეგანი დაფარულია მდელოთი, რომელიც თითქმის მუდმივი თოვლის ზონამდე ვრცელდება. იქ სადაც ნალექების რაოდენობა მცირდება, მდელო სტეპებში გადადის. მთები მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, განსაკუთრებით ფერადი ლითონებით. გამოირჩევა სპილენძის მარაგით.
მთების სია რედაქტირება
აქ წარმოდგენილია პერუს 10 უმაღლესი მთის სია.
მთა | სიმაღლე (მეტრი) |
რეგიონი | ქედი |
---|---|---|---|
სამხრ. უასკარანი | 6,746 | ანკაში | კორდილიერა-ბლანკა |
ჩრდ. უასკარანი | 6,655 | ანკაში | კორდილიერა-ბლანკა |
ჯერუპახა | 6,617 | ანკაში | კორდილიერა-უაიუასი |
ჯერუპახა ჩიკო | 6,121 | ანკაში | კორდილიერა-უაიუასი |
კოროპუნა | 6,425 | არეკიპა | კორდილიერა-ოკსიდენტალი |
კოროპუნა-კასულია | 6,377 | არეკიპა | კორდილიერა-ოკსიდენტალი |
აღმოსავლეთი კოროპუნა | 6,305 | არეკიპა | კორდილიერა-ოკსიდენტალი |
უანდოი | 6,395 | ანკაში | კორდილიერა-ბლანკა |
სამხრეთი უანდოი | 6,160 | ანკაში | კორდილიერა-ბლანკა |
აუსანგატე | 6,372 | კუსკო | კორდილიერა-ვილკანოტა |