პერონოსპორასნაირი სოკოები
პერონოსპორასნაირი სოკოები (ლათ. Peronosporales) — სოკოების რიგი ოომიცეტების კლასის. იყოფა 3 ოჯახად: პითიუმისებრნი, პერონოსპორასებრნი, ცისტოპუსისებრნი. ახასიათებთ ერთუჯრედიანი მიცელიუმი. არიან როგორც საპროფიტები, ისე პარაზიტები. უსქესო გამრავლება ზოოსპორანგიუმით ან კონიდიუმებით ხდება. სქესობრივი პროცესის საბოლოო პროდუქტია ოოსპორა. პერონოსპორასნაირი სოკოების რამდენიმე ასეული სახეობაა ცნობილი. ბევრი მათგანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშიშ დაავადებას იწვევს. მაგ., ყველგან გავრცელებულ კარტოფილის ფიტოფთოროზს იწვევს Phytophthora infestans; თამბაქოს ჭრაქს — Peronospora tabacina, ვაზის ჭრაქს — Plasmopara viticola და სხვა.
პერონოსპორასნაირი სოკოები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Albugo candida | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Peronosporales | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 33.