პელეშის ციხესიმაგრე
პელეშის ციხესიმაგრე (რუმ. Castelul Peleş) — ციხესიმაგრე რუმინეთში. მდებარეობს შუა საუკუნეების გზაზე, რომელიც აკავშირებდა ტრანსილვანიასა და ვლახეთს. მდებარეობს კარპატებში, ქალაქ სინაიის ახლოს. ციხესიმაგრე აგებულია ნეორენესანსის სტილში 1873-1914 წლებში. სახელწოდება მიიღო იქვე მთებიდან გამომდინარე მდინარის მიხედვით. ამჟამად ციხესიმაგრე ისტორიული ძეგლია.
პელეშის ციხესიმაგრე Castelul Peleş | |
---|---|
მდებარეობა | სინაია, რუმინეთი |
არქიტექტორი | იოჰან შულცი |
ტიპი | ნეორენესანსი |
დაწყების თარიღი | 1873 |
დასრულების თარიღი | 1914 |
ისტორია
რედაქტირებარუმინეთის მეფე კაროლ I ამ ადგილებს პირველად ეწვია 1866 წელს. აღნიშნულმა ადგილებმა მას მშობლიური გერმანია გაახსენა. 1872 წელს მეფემ იყიდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი და ეწოდა სინაის სამეფო დომენი. აღნიშნული ადგილები მეფის სანადირო და საზაფხულო რეზიდენციად იქცა.
ციხესიმაგრის პირველი სამი პროექტი, ფაქტობრივად იყო ევროპული სასახლეების კოპირებული ვერსია. კაროლ I-მა ისინი დაიწუნა, რადგან ამ პროექტზე დაფუძნებით მისი აშენება გაჭიანურდებოდა და თანაც ორიგინალურიც არ იქნებოდა. არქიტექტორმა იოჰან შულცმა წარმოაგინა ყველაზე საინტერესო პროექტი, რომელიც მოეწონა მეფეს: პატარა სასახლე უნდა აგებულიყო ნეორენესანსის არქიტექტურულ სტილში. მშენებლობა შეფასდა 16 მლნ რუმინულ ოქროს ლეიდ.
ციხესიმაგრის მშენებლობა დაიწყო 1873 წლის 22 აგვისტოს. ამავდროულად შენდებოდა სხვა დამხმარე ნაგებობები. გარდა ამისა, ააშენეს ელექტროსადგური და პელეშის ციხესიმაგრე გახდა მსოფლიოში პირველი ელექტოფიცირებული ციხესიმაგრე. მშენებლობაზე ყოველდღიურად მუშაობდა 100-ზე მეტი კაცი. მშენებლობა დროებით რამდენიმეჯერ შეჩერდა 1877-1878 წლებში რუმინეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა დროს. 1893 წელს ციხესიმაგრეში დაიბადა რუმინეთის მეფე კაროლ II.
1947 წელს კომუნისტური მმართველობის დამყარების შემდეგ მოხდა სასახლის ნაციონალიზაცია. ციხესიმაგრე დახურეს ტურისტებისათვის და მცირე ხნის შემდეგ მასში განათავსეს მუზეუმი. 1989 წლის რუმინეთის რევოულციის შემდეგ ციხესიმაგრე კვლავ გახსნეს ტურისტებისათვის. 2006 წელს რუმინეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ციხესიმაგრეს უბრუნებდა რუმინეტის ყოფილ მეფეს მიჰაი I-ს.