ეს სტატია ქვეწარმავალს ეხება. სკუმბრიასებრთა ოჯახში შემავალი თევზის შესახებ, იხილეთ პელამიდა (თევზი).

პელამიდა (ლათ. Pelamis platurus) — ქვეწარმავალი ზღვისგველისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 1 აღწევს. ზედა მხარე მუქია, ქვედა — ბაცი; კუდზე დიდი შავი ლაქები აქვს. სხეული და კუდი გვერდებიდან შებრტყელებულია. პელამიდა ფართოდაა გავრცელებული ტროპიკულ სარტყელში — აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროებიდან ამერიკის დასავლეთ სანაპიროებამდე. ბინადრობს ნაპირებთან და ღია ზღვაშიც. იკვებება თევზით, რომელსაც კლავს ძლიერ ტოქსიკური შხამით. ზოგიერთ კუნძულზე პელამიდას საკვებად იყენებენ.

პელამიდა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
ოჯახი:  ზღვისგველისებრნი
სახეობა:  პელამიდა
ლათინური სახელი
Pelamis platurus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 176738

ლიტერატურა

რედაქტირება