პეიზაჟი ფიგუერასთან ახლოს
პეიზაჟი ფიგუერასთან ახლოს — ესპანელი სიურეალისტი მხატვრის, სალვადორ დალის ნახატი. მხატვრის ცნობილ ნახატთაგან ყველაზე ადრეული, რომელიც მან ექვსი წლის ასაკში დახატა. შესრულებულია 1910 წელს, ზეთის საღებავებით საფოსტო მარკაზე.
პეიზაჟი ფიგუერასთან ახლოს | |
---|---|
ავტორი | სალვადორ დალი |
წელი | 1910 |
კატალოგი | P 1[1] |
ტიპი | ზეთის საღებავები, საფოსტო მარკა |
სიმაღლე | 14 სმ |
სიგანე | 9 სმ |
ქალაქი | სანქტ-პეტერბურგი, ფლორიდის შტატი |
მუზეუმი | სალვადორ დალის მუზეუმი |
სალვადორ დალის კარიერის დასაწყისში მისი შემოქმედების გზამკვლევი იმპრესიონიზმი იყო. ამის ნათელი მაგალითია ეს ნახატი. სალვადორ დალი ამ მიმდინარეობას ერთგულად მიჰყვებოდა 1920 წლამდე, იყენებდა ნათელ ფერებსა და განათებას, მანამ სანამ არ დაიწყო კუბისტური და სიურეალისტური კომპოზიციების შექმნა.
ნამუშევარი შესრულებულია სალვადორ დალის პიროვნული განვითარების პერიოდში, რომელიც საკმაოდ დიდხანს, 1928-1929 წლებამდე გაგრძელდა. ეს იყო გარდამტეხი პერიოდი, რის შემდეგაც ის დამკვიდრდა სიურეალიზმში და დაიწყო იმ კომპოზიციების შექმნა, რომლებმაც მისი სტილი ჩამოაყალიბა. მხატვარზე გავლენა რამდენიმე მიმდინარეობამ იქონია, მათ შორის ბაროკომ, კლასიკურმა სტილმა, კუბიზმმა და ბოლოს იმპრესიონიზმმა, რისი მაგალითიც მოცემული ნამუშევარია.
ნახატი შესრულებულია ზეთის საღებავებით 14 x 9 სმ. ზომის საპოსტო მარკაზე. მასალის მოცულობის სიმცირის გამო ნახატზე არაა გამოსახული ცა. ნახატი ეკუთვნოდა ალბერტ ფილდის პირად კოლექციას, ნიუ-იორკში, რომელსაც ის გადასცა სალვადორ დალის მუზეუმს სანქტ-პეტერბურგში, ფლორიდის შტატში.