პედრუ ანტონიო პერეირუ გონსალვეში (ˈpɛdɾu ɡõˈsaɫvɨʃ; დ. 28 ივნისი, 1998), ცნობილი როგორც პედრუ გონსალვეში ან უბრალოდ პოტე,[2]პორტუგალიელი ფეხბურთელი, შემტევი ნახევარმცველი, მარჯვენა გარემარბი. პორტუგალიის პრიმეირა ლიგის „სპორტინგისა“ და პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი.

პედრუ გონსალვეში
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
პედრუ ანტონიო პერეირუ გონსალვეში [1]
დაბადების
თარიღი
28 ივნისი, 1998 (1998-06-28) (26 წლის)
დაბადების
ადგილი
ვიდაგო, პორტუგალია
სიმაღლე 173 სმ [1]
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სპორტინგი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2018–2019 ვულვერჰემპტონი 0 (0)
2019–2020 ფალმიკანი 33 (5)
2020– სპორტინგი 39 (27)
ეროვნული ნაკრები
2016 პორტუგალია 18-წლამდე 2 (0)
2018 პორტუგალია 20-წლამდე 2 (0)
2020–2021 პორტუგალია 21-წლამდე 8 (2)
2021– პორტუგალია 2 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გონსალვეშმა კარიერა ინგლისურ „ვულვერჰემპტონში“ დაიწყო, საიდანაც ერთი წლის შემდეგ პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში დაწინაურებულ „ფამალიკანს“ შეუერთდა. შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ, რომლის შემდეგაც დასახელდა პრიმეირა ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად 2020 წელს, გონსალვეში შეუერთდა პორტუგალიურ გრანდ „სპორტინგს“. იქ მან ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციიდან შემტევ ნახევარმცველად გადაინაცვლა, ლიგის 32 თამაშში 23 გოლი გაიტანა, მიენიჭა ბოლა დე პრატა, დაეხმარა „სპორტინგის“ პრიმეირა ლიგისა და პორტუგალიის თასის მოგებაში. 2021 წელს ზედიზედ მეორედ დასახელდა პრეიმეირა ლიგის წლის სიმბოლური გუნდის წევრად და ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად.

გონსალვეში თამაშობდა პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებებში, იყო 18, 20 და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებების წევრი. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში შედგა 2021 წელს. გონსალვეში იყო პორუტგალიის შემადგენლობის წევრი 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

დაიბადა შავესში მდებარე სოფელ ვიდაგოში,[2] პედრუს მამა მისი დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა. გონსალვეშის კარიერა 8 წლის ასაკში, ვიდაგოში დაიწყო, სადაც დედამისი საფეხბურთო ფორმების დამზადებაზე მუშაობდა. ბავშვობაში მისი წონისა და ზომების გამო მიიღო ზედმეტსახელები „პოტინიო“ და „პოტე“.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Pedro Gonçalves pt. Mais Futebol. ციტირების თარიღი: 10 February 2021
  2. 2.0 2.1 Rodrigues, Vasco. (4 June 2020) Pedro Gonçalves, o "Pote" que roubou o ouro ao Porto pt. TSF. ციტირების თარიღი: 10 February 2021
  3. Vaza, Marco (4 November 2020). „Pedro Gonçalves, um craque de impacto imediato“ [Pedro Gonçalves, an ace with an immediate impact]. Público (Portuguese). ციტირების თარიღი: 3 November 2021.