პეგი შიფენი
მარგარეტ „პეგი“ შიფენი (ინგლ. Margaret "Peggy" Shippen; დ. 11 ივლისი, 1760 — გ. 24 აგვისტო, 1804)[1] — გენერალ ბენედიქტ არნოლდის მეორე ცოლი. საყოველთაოდ ცნობილი გახდა იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკის რევოლუციის, დროს ყველაზე მაღალანაზღაურებადი აგენტი იყო.[2]
პეგი შიფენი | |
---|---|
პეგი შიფენ არნოლდი | |
დაბადების სახელი | მარგარეტ შიფენი |
დაბადების თარიღი |
11 ივლისი, 1760 ფილადელფია, პენსილვანია |
გარდაცვალების თარიღი |
24 აგვისტო, 1804 (44 წლის) ლონდონი, ინგლისი |
მეუღლე(ები) | ბენედიქტ არნოლდი |
შიფენი ფილადელფიაში, საკმაოდ სტაბილურ და ლოიალური შეხედულებების მქონე ოჯახში გაიზარდა. მან არნოლდი, რომელიც იმ დროს ჯარის მეთაური იყო, 1778 წელს გაიცნო. წყვილი, 1779 წლის 8 აპრილს დაქორწინდა. ბენედიქტმა მალევე დაიწყო შეთქმულების მოწყობაზე ფიქრი ბრიტანელებთან ერთად, რაც შესაბამისად საკუთარი ხალხის ღალატს მოითხოვდა მისგან. შეთქმულების მოწყობაში პეგიმაც ითამაშა თავისი როლი, თუმცა, მისი ღალატში მონაწილეობა მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც 1780 წელს ბრიტანელი მაიორი, ჯონ ანდრე შეიპყრეს.
არნოლდი ნიუ-იორკში გაიქცა და პეგიმაც გაყოლა ამჯობინა. საბოლოოდ, 1781 წელს ორივე ლონდონისაკენ გაემართა, სადაც ქალმა სახლი მოიწყო, ხოლო ანდრემ ვაჭრობის ბიზნესი განაახლა. იგი ბიზნესს გარდაცვალებამდე (1801 წლამდე) უძღვებოდა, რის შემდეგაც საქმიანობა მარგარეტის ხელში გადავიდა, რომელსაც ვალების გადახდისა და ხუთი შვილის გაზრდის ვალდებულება დაეკისრა.
ჯაშუშობა არნოლდებსა და მეთაურ ჯონ ანდრეს შორის
რედაქტირებაპეგის ახლო მეგობრობა აკავშირებდა ანდრესთან და ისტორიკოსების აზრით, სწორედ მისი ინიცირებული იყო არნოლდისა და ანდრეს ერთმანეთთან კორესპონდენცია, რის შედეგადაც ჯერ კიდევ ქორწილამდე სამხედრო საიდუმლოებებს აგზავნიდა ბრიტანეთში. დაიწყო საიდუმლო კომუნიკაცია ბენედიქტსა და ჯონს შორის.[3] მათ შორის, ინფორმაციის გაცვლა ძირითადად პეგის ხელით შესრულებული ნაწერით ხდებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში, გამოყენებული იყო ბენედიქტ არნოლდის უხილავი მელანი. მან შეძლო და მოიპოვა უესტ-პოინტის, ამერიკის მთავარი თავდაცვითი პოსტის მეთაურობა. პეგი, ახალშობილ ვაჟთან ედუარდთან ერთად, საცხოვრებლად უესტ-პოინტიდან ორი მილის დაშორებით მდინარე ჰადსონის მახლობლად გადავიდა. გენერალი ცდილობდა შიგნიდან დაესუსტებინდა თავდაცვითი ნაგებობა, რათა ბრიტანელებს გაადვილებოდათ მისი დაპყრობა.
პეგი, ვაშინგტონს მასპინძლობდა სწორედ მაშინ, როდესაც არნოლდის ღალატის შესახებ ცნობილი გახდა და ყველანაირად ეცადა დაერწმუნებინა გენერალი, რომ ქმრის მიერ მოწყობილი შეთქმულების შესახებ არაფერი იცოდა. მოღალატე გაიქცა და მარგარეტი ახალშობილ ვაჟთან ერთად მარტო დატოვა. შიფენი ფილადელფიაში, ოჯახთან დასარჩენად გაემგზავრა და ირწმუნებოდა, რომ ქმრის შესახებ აღარაფერი იცოდა, რეალურად კი ფლობდა ინფორმაციას ადგილსამყოფელის შესახებ.
ფილადელფიის მთავრობამ, მალე აღმოაჩინა ანდრეს მიერ პეგისათვის გაგზავნილი წერილი და გამოიყენა, როგორც სამხილი იმისა, რომ არნოლდის ცოლი შეთქმულების მონაწილე იყო. ამის გამო, პენსილვანიის უმაღლესმა აღმასრულებელმა საბჭომ, პეგი ფილადელფიიდან სამუდამოდ მოკვეთა. 1780 წელს, მამამისმა ედუარდოსთან ერთად მიაცილა ჰადსონის ნაპირებამდე, საიდანაც ნავით ნიუ-იორკამდე ჩავიდა ანდრესთან შესახვედრად.[4][5]
პეგის სავარაუდო როლი შეთქმულებაში
რედაქტირებაბიოგრაფი აარონ ბარი, რომლის მიერაც ამ პერიოდისთვის მიძღვნილი ნაშრომი XIX საუკუნეში გამოიცა, თლიდა, რომ პეგი შიფენ არნოლდმა, მოახდინა ქმრის მანიპულირება და დაარწუნა მხარეების შეცვლაში. ამ მოსაზრებას ზურგს უმაგრებდა ინტერვიუ თეოდოროსია პრევოსტთან, როდესაც ფილადელფიიდან უესტ-პოინტში მიდიოდა 1780 წელს, პეგი პრევოსტებს ეწვია პარამუსში, ნიუ ჯერსიში. როგორც ჩანს, მან გული გადაუშალა პრევოსტს და უთხრა, რომ დაღლილი იყო ყოველთვის ტყუილი სახის ჩვენებითა და დადგმების მოწყობით.[6] ბარის აზრით, შიფენი ეწინააღმდეგებოდა ამერიკის მიზანს და თავისი ზიზღის ქმრისთვის თავს მოხვევაც შეძლო, დაარწმუნა რა, რომ დაენებებინა უესტ-პოინტი მტრისათვის.[6]
შიფენის ოჯახმა, შემხვედრი ბრალდებები დაახვედრა ბარის ბრალდებებს და განაცხადა, რომ აარონი პეგისთან ერთად იმყოფებოდა კარეტაში, პრევოსტის ოჯახის დატოვების შემდეგ და სიმართლე გააყალბა, რადგან რეალურად ღალატის იდეა სწორედ ბარის გაუჩნდა გზაში, რაზეც მარგარეტმა უარი განაცხადა.[6]
არნოლდის ბიოგრაფი, სტერნი რენდალი, ბარის ვერსიას ემხრობოდა და თვლიდა, რომ ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტი სამხილი იჩენდა თავს, რაც ადასტურებდა პეგი შიფენის გადამწყვეტ როლს შეთქმულებაში.[7] ბრიტანული გამოცემები ირწმუნებიან, რომ 1792 წელს, მისის არნოლდს £ 350 გადაუხადეს საიდუმლო დავალებების შესასრულებლად.[8]
გარდაცვალება
რედაქტირებაარნოლდსის გარდაცვალების შემდეგ, 1801 წელს პეგიმ აუქციონზე გაიტანა ავეჯი, ბოლოს თავად სახლიც და პირადი ნივთებიც, რათა ვალი გადაეხადა. გარდაიცვალა ლონდონში, 1804 წელს, სიმსიმვნისგან. დაკრძალეს ქმრის გვერდით წმინდა მერის ეკლესიაში, ბათერსიში, 1804 წლის 25 აგვისტოს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Duncan, Lois (1970). Peggy. Little, Brown & Co.. ISBN 0316195448.
- Mark Jacobs (2012). Treacherous Beauty: Peggy Shippen, The Woman Behind Benedict Arnold's Plot to Betray America. Guilford, Connecticut: Lyons Press. ISBN 9780762773886.
- Ann Rinaldi. Finishing Becca, a historical novel based on the life of Peggy Shippen and Benedict Arnold.
- Nancy Rubin Stuart. Defiant Brides : The Untold Story of Two Revolutionary-era Women and the Radical Men They Married, Boston: Beacon Press, 2013. ISBN 9780807001172
- Allison Pataki (2014). The Traitor's Wife: the woman behind Benedict Arnold and the plan to betray America. West Monroe, LA: Howard Publishing Co. ISBN 9781476738604.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Randall & Nahra 1999, p. 81.
- ↑ Randall & Nahra 1999, p. 82.
- ↑ People of the Revolution. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 May 2006. ციტირების თარიღი: 10 September 2017.
- ↑ Stuart 2013, p. 112.
- ↑ Brandt, Clare (1994). The Man in the Mirror: A Life of Benedict Arnold. New York: Random House, გვ. 234–238. ISBN 0-679-40106-7.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Randall 1990, p. 571.
- ↑ Randall 1990, p. 572.
- ↑ Willard N. Wallace, Traitorous Hero: The Life and Fortunes of Benedict Arnold (New York, 1954), pp.252-255