პაულინო ალკანტარა

პაულინო ალკანტარა (ესპ. Paulino Alcántara; 7 ოქტომბერი 1896, ილოილო, ფილიპინები — 13 თებერვალი 1964, ბარსელონა, ესპანეთი) — ფილიპინური წარმოშობის ესპანელი ფეხბურთელი. იგი საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელია. ამ კლუბის მაისურის ქვეშ მის ანგარიშზე 357 ოფიციალურ და ამხანაგურ შეხვედრაში 369 გოლია.[2] გარდა ამისა პაულინო „ბარსას“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც კი ოდესმე გამოსულა მოედანზე.

პაულინო ალკანტარა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
პაულინო ალკანტარა რიესტრა
დაბადების
თარიღი
7 ოქტომბერი 1896
დაბადების
ადგილი
ილოილო, ფილიპინები
გარდაცვალების
თარიღი
13 თებერვალი, 1964 (67 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
ბარსელონა, ესპანეთი
ახალგაზრდული კარიერა
გალენო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1912–1916 ბარსელონა იხ. დაბლა
1916–1918 ბოჰემია სპორტინგი ? (?)
1918–1927 ბარსელონა 357 (369[1])
ეროვნული ნაკრები
1915–1924 კატალონია ? (?)
1917 ფილიპინები 5 (14)
1921–1924 ესპანეთი 5 (6)
სამწვრთნელო კარიერა
1951 ესპანეთი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბიოგრაფია

რედაქტირება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

დებიუტი 15 წლის ასაკში

რედაქტირება

პაულინო ალკანტარა დაიბადა ფილიპინებზე კატალონიელი მამისა და ფილიპინელი დედის ოჯახში,[3] მაგრამ მოგვიანებით მშობლებთან ერთად გადასახლდა ესპანეთში. პაულინო ბარსელონაში გაიზარდა და თავდაპირველად საფეხბურთო კლუბ გალენოს ღირსებას იცავდა, სანამ იგი ჟოან გამპერმა არ აღმოაჩინა, რომელმაც ახალგაზრდა პაულინო „ბარსელონაში“ წაიყვანა. მისი დებიუტი გუნდში შედგა 1912 წლის 25 თებერვალს კატალონიის ჩემპიონატში, კატალას წინააღმდეგ მატჩში. იმ დროისთვის პაულინო მხოლოდ 15 წლის, 4 თვისა და 18 დღის იყო. იმ მატჩში ბარსელონამ გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 9:0, ალკანტარამ კი პირველი სამი გოლი გაიტანა. ალკანტარა გახდა პირველი ფილიპინელი და ზოგადად აზიელი ფეხბურთელი ევროპულ კლუბში.

მის თანაკლუბელეს შორის იმ დროისთვის იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ფრანსიცკო ბრუ, ჯეკ გრინველი და რომა ფორნსი. პაულინო კლუბს 1913 წელს ესპანეთის თასისა და 1916 წელს კატალონიის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

ალკანტარამ 1915 წელს დებიუტი განახორციელა კატალონიის საფეხბურთო ნაკრებში. 1915 და 1924 წლებს შორის პერიოდში პაულინიომ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლის გატანა შეძლო. თუმცა ამ სტატისტიკის მტკიცებულებამ ჩვენამდე ვერ მოაღწა, შესაძლოა, პაულინომ ითამაშა და გაიტანა მეტი. კატალონიისა და ფილიპინების ნაკრებში თამაშისას, სადაც მან 5 მატჩში 14 გოლი გაიტანა[3], პაულინომ ესპანეთის ნაკრებში თამაშიც მოასწრო.

1920 წელს ალკანტარა, რიკარდო სამორასთან, ხოსეპ სამიტიერსა და ფელიქს სესუმაგასთან ერთად აირჩიეს ესპანეთის წარმომადგენლებად ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, რომლებიც უნდა გამართულიყო ბელგიის ქალაქ ანტვერპენში. ოლიმპიური თამაშების ნაცვლად ალკანტარამ სახლში დარჩენა და სამედიცინო გამოცდების ჩაბარება გადაწყვიტა. საბოლოოდ, პაულინომ ესპანეთისთვის დებიუტი განახორციელა 1921 წლის 7 ოქტომბერს 25 წლის ასაკში, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, სადაც თამაშის ორივე გოლი მან გაიტანა. საერთო ჯამში პაულინომ ესპანეთის ნაკრებში ჩატარებულ 6 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.

მიღწევები

რედაქტირება

1913, 1916, 1919, 1920, 1921, 1922, 1924, 1925, 1926, 1927

1913, 1920, 1922, 1925, 1926

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ რეკორდები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-02. ციტირების თარიღი: 2013-12-30.
  2. www.fcbarcelona.com
  3. 3.0 3.1 „ბარსელონას“ პირველი ვარსკვლავი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-09. ციტირების თარიღი: 2013-12-30.