პატარძალა (ლათ. Anchusa azurea) — ორ- ან მრავალწლოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 40-100 სმ სიგრძის სწორი ღერო, ოვალურ- ან წაგრძელებულ-ლანცეტა ფოთლები (ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ზედა – მჯდომარე[1]) და საკმაოდ დიდი მოლურჯო ცისფერი ყვავილები,[2] რომლებიც შეკრებილია ფარჩხატ ხვეულებად. ხახა სქლად არის მოფენილი თეთრი ბეწვით. მცენარე შებუსულია უხეში ჯაგრით. ყვავის აპრილში, ნაყოფმსხმოიარობს ივლისში.[1]

პატარძალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  პატარძალა
სახეობა:  პატარძალა
ლათინური სახელი
Anchusa azurea Mill., 1768
სინონიმები
  • Anchusa italica Retz., 1779

გავრცელებულია კავკასიაში, მცირე აზიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, ირანში, შუა აზიაში. სპორადულად გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება მშრალ ადგილებში, გზისპირებსა და ნათესებში.[1] ნათესების, სათიბისა და საძოვრის სარეველაა.[2]

  1. 1.0 1.1 1.2 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 90.
  2. 2.0 2.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 710.