პატარა ქვაბები

(გადამისამართდა გვერდიდან პატარა ქვაბების მონასტერი)

პატარა ქვაბებიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. გამოქვაბული კომპლექსი დავითგარეჯაში. მდებარეობს დიდი ქვაბებიდან აღმოსავლეთით, 12 კმ მანძილზე, ივრის მარცხენა შენაკად „მწარე ხევთან“.

პატარა ქვაბები
პატარა ქვაბები — საქართველო
პატარა ქვაბები
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°24′47″ ჩ. გ. 45°53′33″ ა. გ. / 41.4132111° ჩ. გ. 45.8925472° ა. გ. / 41.4132111; 45.8925472
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი კახეთის მხარე
ფუნქციური სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი გამოქვაბული კომპლექსი
დეტალები

დიდი ქვაბებიდან აღმოსავლეთით, 12 კილომეტრის მანძილზე, ივრის მარცხენა შენაკად „მწარე ხევთან“, შედარებით მცირე კლდეში გამოკვეთილია პატარა ქვაბებად წოდებული მონასტერი.

პატარა ქვაბები მოიცავს ერთ გუმბათიან ეკლესიას სატრაპეზოთი და მცირე ზომის სხვა სათავსებით. ეს მონასტერი გარეჯის მრავალმთის უკიდურესი განაპირა კომპლექსია, ვინაიდან ამ ადგილას აღმოსავლეთით გამოქვაბულები აღარ გვხვდება.

ეს გარემოება ადასტურებს ვახუშტი ბაგრატიონის მიერ გარეჯის მონასტრების გავრცელების ლოკალიზებას: „არამედ ყოფილან მონასტერნი მრავალნი ვიდრე მწარე წყლამდე.“ „სითარხნის გუჯარში“ მოხსენებული „იორზე მონასტერნი ქუაბნი“, სავარაუდოდ დიდი და პატარა ქვაბები უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ ქუაბნი გუჯარში მრავლობითი რიცხვითაა მოტანილი.

პატარა ქვაბების მონასტერი 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხ. რაქვიაშვილი, „ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები“, თბ., 2015, გვ. 45
  • განვითარებული ფეოდალიზმი: გარეჯის კომპლექსი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995 - გვ. 101-102, 114