დიდი ქვაბები

(გადამისამართდა გვერდიდან დიდი ქვაბების მონასტერი)

დიდი ქვაბებიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. გამოქვაბული კომპლექსი დავითგარეჯაში. მდებარეობს ქოლაგირის გადასწვრივ, ივრის მარცხენა ნაპირზე 5 კმ-ს მოშორებით, მაღალი მთის კონგლომერატოვან ფლატეში.

დიდი ქვაბები
დიდი ქვაბები — საქართველო
დიდი ქვაბები
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°27′17″ ჩ. გ. 45°42′46″ ა. გ. / 41.4547722° ჩ. გ. 45.7128083° ა. გ. / 41.4547722; 45.7128083
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი კახეთის მხარე
ფუნქციური სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი გამოქვაბული კომპლექსი
დეტალები

კომპლექსი საკმაოდ ვრცელია. ზედა გამოქვაბული თითქმის მთლიანად ჩამოშლილია, დარჩენილია მხოლოდ სიღრმეში გამოკვეთილი სამეურნეო დანიშნულების სათავსოები, ქვემოთ განლაგებული გამოქვაბულები კი თითქმის მთლიანად დაფარულია ჩამორეცხილი მიწის ფენით.

აღნიშნული გამოქვაბულის სამხრეთით, დაბლობში, კლდის ფენაში არსებული ქვაყუთები სამონასტრო სასაფლაო უნდა იყოს. უნდა აღნიშნოს, რომ სასმელად გამოიყენებოდა მახლობელი ხევის პატარა წყარო, ძირითადად კი სასმელად იყენებდნენ ივრის წყალი.

დავით-გარეჯი ფეოდალური საქართველოს თვალსაჩინო რელიგიურ-კულტუტული ცენტრია. დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსმა და იქ მყოფმა ბერებმა მრავალი უბედურება გადაიტანეს.

დიდი ქვაბების ქვემოთ, იორის ტერასაზე, სადაც ამჟამად უფრო მებოსტნეობას მისდევენ, ჭალებში ახლაც გვხვდება გაველურებული ვაზის ნიშნები.

დიდი ქვაბების მონასტერი 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხ. რაქვიაშვილი, „ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები“, თბ., 2015, გვ. 45