პასანგ ლამუ შერპა აკიტა
პასანგ ლამუ შერპა აკიტა (დ. 1984) — ნეპალელი შერპა ალპინისტი. პირველი ნეპალელი ქალი, რომელიც ნეპალში გახდა ალპინიზმის ინსტრუქტორი და ერთ-ერთი პირველი ნეპალელი ქალი, რომელმაც მწვერვალი K2 დალაშქრა.[1] 2016 წელს, National Geographic-ის მიერ წლის ავანტიურისტად დასახელდა[2][3] და გადაეცა 45-ე საერთაშორისო ალპური სოლიდარობის ჯილდო იტალიის ქალაქ, პინზოლოში.
ექსპედიცია
რედაქტირება2006 წელს, აკიტა გახდა პირველი ქალი, რომელიც ავიდა გოსუმ II-ზე.[4] 2007 წელს, ავიდა ევერესტზე,[5] 14 წლით ადრე მისივე სეხინია, პასანგ ლამუ შერპა, გახდა პირველი ნეპალელი ქალი რომელიც ევერესტზე ავიდა, თუმცა გზაში გარდაიცვალა.[6][7]
2014 წელს, ნეპალელი ალპინისტებისგან შემდგარმა სამქალიანმა გუნდმა, ისტორიაში პირველად დალაშქრა K2, რომლის შემადგენლობაშიც აკიტა შედიოდა.[8] აკიტასთან ერთად ასვლა მაია შერპა და დავა იანგზუმ შერპა; ისინი შეიოდნენ შედარებით დიდი ექსპედიციის გუნდში სადაც მათთან ერთად მამაკაცებიც იყვნენ.[9]
აქტივიზმი
რედაქტირება2013 წელს, აკიტა შეუერთდა Nomads Clinic-ის, სამედიცინო სერვისს ჰიმალაის შორეული რეგიონებისთვის. 2015 წლის აპრილში ნეპალში მომხდარი მიწისძვრის ცენტრში, ის მოხალისეობრივად შეუერთდა სამედიცინო დახმარების ცენტრს, აკიტა ეხმარებოდა უსახლკაროებს თავშესაფრის აშენებაში და მათ ამარაგებდა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებით, კოორდინაციას უწევდა დაზარალებურებს და მათთვის მოაწყო სამედიცინო დახმარების ცენტრი.[10] აკიტა ხელს უწყობს განათლების ფონდის განვითარებას, რომლის მთავარი მიზანიც ნეპალელი ქალების განათლების დონის ამაღლებაა.[11]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებააკიტა დაიბადა ხუმჯუნგში და გაიზარდა ლუკლაში. მამამისი გარდაიცვალა როდესაც ის ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, ის და მისი და დაობლდნენ მას შემდეგ რაც დედამისი გარდაიცვალა, როდესაც აკიტა 15 წლის იყო. საცხოვრებლად კატმანდუში გადავიდნენ სადაც მიიღო საშუალო განათლება და მუშაობა დაიწყო მთამსვლელად. ოთხი წლის შემდეგ, აკიტამ ჩააბარა კონრად ანკერის ხუმბოს ალპინისტთა ცენტრში. აკიტამ მთამსვლელის დიპლომი აიღო სათხილამურო და მთამსვლელობის სკოლაში (ENSA), ჩამონში.
მისი ოჯახი ფლობს რესტორანს ლუისვილში, სადაც ის შეთავსებით მუშაობდა მთამსვლელობის ექსპედიციებს შორის.[12]
მისი პირველი სახელი, პასანგი, ნეპალური სიტყვაა და პარასკევს ნიშნავ, ის სწორედ ამ დღეს დაიბადა.[13] მას სრული სახელი დაარქვეს ადრინდელი პასანგ ლჰამუ შერპას, პირველი ნეპალელი ევერესტზე ასული ქალის, საპატივსაცემოდ, რომელსაც იგი სამაგლითო ადამიანად უყურებს. გვარი, აკიტა, მომდინარეობს მისი მეუღლისგან, იაპონური წარმოშობის ნეპალში მომუშავე ფიზიოთერაპევტისგან, რომელსაც იგი შეხვდა ბარძაყზე მკურნალობის კურსის გავლის დროს და დაქორწინდა 2010 წელს.[14]
ჯილდო
რედაქტირება2016 წელი - ჯორჯ მელორის ჯილდო - Wasatch სამთო კინოფესტივალი[15]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Mountaineer Pasang Lhamu Sherpa Akita
- ↑ This Sherpa Woman Is the New Face of Adventure
- ↑ Pasang Lhamu Sherpa Akita receives Nat Geo’s awrd
- ↑ Medical Mountaineers
- ↑ [http://www.climbing.com/people/trail-blazer-nepals-first-female-mountaineering-instructor/ Trail Blazer: Nepal's First Female Mountaineering Instructor ]
- ↑ One Mountain Thousand Summits: The Untold Story of Tragedy and True Heroism on K2
- ↑ [https://web.archive.org/web/20161218125716/http://www.rockandice.com/climbing-news/snowball-fight-on-k2-interview-with-pasang-lhamu-sherpa-akita Snowball Fight on K2: Interview with Pasang Lhamu Sherpa Akita ]
- ↑ "First All-Female Nepalese Team Summits K2"
- ↑ "Controversy Over "All-Female" Summit of K2—Men Aided Climb"
- ↑ Delivering basic care to the remote Himalayas.
- ↑ Trail Blazer: Nepal's First Female Mountaineering Instructor
- ↑ Pasang Lhamu Sherpa Akita Speaks
- ↑ World’s greatest mountaineers gather for Sherpa community Losar celebration
- ↑ Delivering basic care to the remote Himalayas.
- ↑ George Mallory Award