პარტიული მუშაკების ობელისკი
პარტიული მუშაკების ობელისკი (რუს. Обелиск партработникам) — ობელისკი ქალაქ ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.
პარტიული მუშაკების ობელისკი Обелиск партработникам | |
---|---|
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
გახსნის თარიღი | 1946 |
ისტორია
რედაქტირება1941 წლის ოქტომბერში ფაშისტურმა გერმანიამ დაიკავა სსრკ-ის სამხრეთი ნაწილი. მათ სურდათ აეღოთ ქალაქი ტაგანროგი. ოქტომბრის დასაწყისში ბრძოლა უკვე ქალაქის მისადგომებთან მიმდიონარეობდა. 1941 წლის სექტემბერში ქალაქის მოსახლეობა და ხელმძღვანელობა ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა. ამ პერიოდში ტაგანროგში ჩავიდა საოლქო პარტიული მუშაკების ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა პარტიის როსტოვის საოლქო კომიტეტის მდივნები მ. ბოგდანოვი და გ. იაგუპევი. მათი ამოცანა იყო მოეხდინათ ორგანიზაციებისა და ადამიანების ევაკუაცია ქალაქიდან. პორტში აღჭურვილობის დატვირთვის ადგილზე მუშაობდა პარტიის საქალაქო კომიტეტის მდივნები ლუკა რეშეტნიაკი, ნ. სერდიუჩენკო და სხვა ხელმძღვანელები. მ. რამაზანოვმა, ვ. ნატალევიჩმა და ს. მოროზოვმა მოსახლეობას დაურიგეს ქალაქის საწყობში დაცული ხორბლის მარაგი, რათა იგი არ ჩავარდნილიყო გერმანელების ხელში.
1941 წლის 17 ოქტომბერს გამანადგურებელი ბატალიონი ჩაერთო ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ქალაქის ჩრდილოეთ კვარტალში მიმდინარე ბრძოლაში. 11 საათში პარტიული და საბჭოთა მუშაკების ჯგუფმა ნავსადგურში გადაინაცვლა. ორ საათში გერმანული დივიზია „ადოლფ ჰიტლერი“ შეიჭრა ქალაქში. 1941 წლის 17 ოქტომბერს ტაგანროგი დაიკავა ვერმახტის ჯარმა.
ხელმძღვანელობამ უკანასკნელებმა დატოვეს ქალაქი. ნავსადგურთან გაიმართა ბრძოლა, რომელშიც მძიმედ დაიჭრა კონტრ-ადმირალი სერგეი ბელოუსოვი, დაიღუპნენ მ. ბოგდანოვი, ლუკა რეშეტნიაკი, ნ. სერდიუჩენკო, მ. რამაზანოვი, ვ. ნატალევიჩი და სხვ. მათ შორის იყო როსტოვის საოლქო კომიტეტის მდივანი გ. იაგუპევი[1]. აღნიშნული პარტიული ლიდერები გასდაასვენეს აზოვში და იქ დაკრძალეს, მოგვიანებით მათი ნეშტი გადაასვენეს დონის როსტოვში. 1944 წელს ტაგანროგის პარტიის საქალაქო კომიტეტმ მიიღო გადაწყვეტილება ლუკა რეშეტნიაკი, ნ. სერდიუჩენკო, მ. რამაზანოვი და ვ. ნატალევიჩი დაეკრძალათ ტაგანროგში. 1944 წლის 27 აგვისტოს ისინი დაკრძალეს კომკავშირის ბულვარში მდებარე საძმო სასაფლაოზე.
1946 წელს საძმო სასაფლაოზე აღმართეს ობელისკი დაღუპულთა პატივისცემის ნიშნად.
აღწერა
რედაქტირება1941 წლის 17 ოქტომბერს დაღუპულთა მემორიალს აქვს სხვა სახელიც — პარტიული მუშაკების ობელისკი. ძეგლი არის ობელისკის სახის, რომელიც აგებულია მუქი მწვანე მარმარილოს მასალით. იგი დგას საძმო საფლავზე აღმართულ კვარცხლბეკზე. ობელისკზე მიმაგრებულია ორი მემორიალური დაფა. ზედა დაფაზე არის წარწერა:
ქვემო დაფაზე კი არის შემდეგი წარწერა:
„Вечная слава героям, павшим в борьбе за свободу и независимость нашей Родины!“, „Память о вас никогда не умрет.“
|
ობელისკის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Киричек М. С. Музей под открытым небом. — Таганрог: ИП Стадников, 2010. — С. 86. — ISBN 978-5-9901455-3-5.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Памятник погибшим 17 октября 1941 დაარქივებული 2016-10-04 საიტზე Wayback Machine.
- Они исполнили долг до конца.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ВОВ 22.06.41 — 17.10.41. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-22. ციტირების თარიღი: 2017-06-06.