პარტიზანული ომი (წიგნი)
პარტიზანული ომი (ესპ. La Guerra de Guerrillas) — მარქსისტი რევოლუციონერის − ერნესტო ჩე გევარას წიგნი, რომელიც მან კუბის რევოლუციის შემდეგ დაწერა და გამოქვეყნდა 1961 წელს. სულ მალე, ის სახელმძღვანელოდ იქცა ათასობით ამბოხებულისთვის სხვადასხვა ქვეყანაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.[1]
გევარა გეგმავდა, რომ იგი პარტიზანული ომის სახელმძღვანელო ყოფილიყო და შეიმუშავა ფოკოს თეორია (foquismo) ლათინური ამერიკის, აზიისა და აფრიკის სხვადასხვა რევოლუციური მოძრაობებისთვის, მაგრამ ამ წიგნით ასევე ასწავლიდნენ კონტრრევოლუციურ სამხედრო სკოლებში. მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნს ბევრი საერთო აქვს მაო ძედუნის წიგნთან „ზოზონა ომზე“, გევარა დაჟინებით იმეორებდა, რომ მას არასოდეს ჰქონდა წაკითხული წიგნი, რომლითაც ის იხელმძღვანელებდა კუბის რევოლუციურ ომში, გარდა ორი ნაშრომისა ესპანეთის სამოქალაქო ომზე — Nuevas guerras და Medicina contra invasión, რომლებიც ყურადღებას ამახვილებს პარტიზანული ომის მეთოდების პოლიტიკური მოტივების სარჩულზე, ორგანიზებასა და მომარაგებაზე.
გევარა ხაზს უსვამს, რომ ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ერთადერთი გამოსავალია პარტიზანული ომი (ისეთი, როგორიც იყო რევოლუციური ომი კუბის დიქტატორ ფულხენსიო ბატისტას წინააღმდეგ), რადგან ასეთ რეჟიმებში სამართლებრივი სამოქალაქო ბრძოლის წარმართვა შეუძლებელია.
გევარამ წიგნი მის ახლადგარდაცვლილ ამხანაგს, კამილო სიენფუეგოსს მიუძღვნა, რომელიც „მას წაიკითხავდა და შეასწორებდა, მაგრამ ბედმა ამ დავალების შესრულება არ არგუნა.“
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Review: According to Che ... დაარქივებული 2009-07-18 საიტზე Wayback Machine. by M. Abul Fazl, June 14 2009
- Extract: Che's Thoughts on the Essence of Guerilla Struggle
- Che Guevara: Fundamentals of Guerrilla Warfare by Major Jackie Clark, U.S. Marine Corps
ლიტერატურა
რედაქტირება- Szulc, Tad. 1986. Fidel - A Critical Portrait. Hutchinson. ISBN 0091726026
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ernesto "Che" Guevara (World Leaders Past & Present), by Douglas Kellner, 1989, Chelsea House Publishers, ISBN 1555468357, pg 81