პაროსი (ბერძ. Πάρος) — კიკლადების ერთ–ერთი კუნძული საბერძნეთის შემადგენლობაში. ფართობი 196 კმ², სიმაღლე 724 მ-მდე. ნაქსოსისგან გამოყოფილია 6-კილომეტრიანი სრუტით. ძირითადი მთიანი მასივი წარმოადგენს პაროსის მარმარილოს, რომლითაც შემკულია ელადის დიდებული სასახლეები და გამოქანდაკებულია ცნობილი ნამუშევრები.

პაროსი ეგეოსის ზღვაში

ძვ. წ. VII ს. მარმარილოს ვაჭრობით გამდიდრებულმა პაროსელებმა მოახდინეს მარმარილოს ზღვის ნაპირების კოლონიზაცია. სამასი წლის შემდეგ დასახლდნენ თანამედროვე ხორვატიის ნაპირებთან, ერთ-ერთ კუნძულზე. ბერძენ-სპარსელთა ომების დროს ისინი შეუერთდნენ სპარსელებს, რის გამოც მილტიადე უკიდურესად წარუმატებლად ცდილობდა დაესაჯა ისინი. ელინიზმის ეპოქაში პაროსს ფლობდნენ ეგვიპტელი პტოლემეები. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ კუნძული მოწყდა ბიზანტიას და გადავიდა ვენეციელთა ხელში. 1389 წ. დაარსდა ცალკე სამთავრო. 1537—1830 წლებში კუნძული შედიოდა ოსმალეთის იმპერიაში. 1627 წ. კუნძულზე აღმოჩნდა პაროსის ქრონიკა.

დასახლებული პუნქტები

რედაქტირება

მსხვილ დასახლებულ პუნქტებს წარმოადგენს

  • ქალაქი პაროსი (პარიკია) — 4522 ადამიანით
  • ქალაქი აუზა (ნაუსა) — 2316 ადამიანით
  • სოფელი მარმარა — 543 ადამიანით
  • სოფელი ლევკესი — 519 ადამიანით
  • სოფელი მარპისა — 519 ადამიანით
  • სოფელი ალუკა — 504 ადამოანით
  • სოფელი პროდრომოსი — 311 ადამიანით
  • სოფელი აჰკაირია — 271 ადამიანით

ქალაქი პაკირია მდებარეობს ყურის სანაპიროზე კუნძულის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში, ძველი ქალაქის – პაროსის ადგილას. ქალაქის სიახლოვეს მდებარე პორტი წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანსპორტო ცენტრს, საიდანაც გადის რეისები თვით ქალაქ ათენამდე, აგრეთვე, ჰერაკლიონამდე (კრეტა) და კუნძულებამდე ნაქსოსი, იოსი, სანტორინი და მიკონოსი.

სოფელ მარპისაში მდებარეობს ნიკოს პარანტინოსის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია ამ მოქანდაკის ნამუშევრები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება