სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭანუყვაძე.

პარმენ ჭანუყვაძე (დ. 1872 — გ. 1934) — მეფის არმიისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიცერი (1918-1921); გურიის ანტისაბჭოთა შეიარაღებული პარტიზანული რაზმის წევრი (1921-1924); 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილე და ნოე რამიშვილის მკვლელი.

პარმენ ჭანუყვაძე დაიბადა ოზურგეთის მაზრაში. იყო მენშევიკების პარტიის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, მეთაურობდა აჯანყებულთა ერთ-ერთ დიდ რაზმს ოზურგეთის რაიონში. გამოსვლების ჩახშობის შემდეგ ემიგრაციაში ცხოვრობდა საფრანგეთში. 1930 წლის 7 დეკემბერს, დაახლ. 15 სთ-ზე, პარიზში, იტალიის მოედანზე, რევოლვერიდან ორი გასროლით მოკლა ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ნოე რამიშვილი. პოლიციამ მკვლელი დააპატიმრა. ქართველი ემიგრანტები ჭანუყვაძეს საბჭოთა აგენტად მიიჩნევდნენ, თუმცა სასამართლოზე მან განაცხადა, რომ კომუნისტი არ იყო და თავისი მოქმედება ახსნა რამიშვილისადმი პირადი მტრობით. ჭანუყვაძე რამდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ საფრანგეთის პოლიციამ გაათავისუფლა. მისი შემდგომი ბედი უცნობია.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება