პარენქიმა (ლათ. Parenchyma) — ქსოვილი ან ნამდვილი ქსოვილის ფილოგენეზური წინამორბედი.

პარენქიმა (ღია ნაცრისფერით)

მცენარის ძირითადი ქსოვილი, შედგება მეტ-ნაკლებად თანაბარი ზომის უჯრედებისაგან. უჯრედთა ფაშარი განლაგების გამო მონაწილეობს აირთა ცვლაში. განარჩევენ საასიმილაციო, დამაგროვებელ, მექანიკურ და სხვაგვარ პარენქიმულ ქსოვილებს. პარენქიმა ზოგჯერ იძლევა მერისტემებს.

პარენქიმა ცხოველებში წარმოადგენს ნამდვილი ქსოვილის ფილოგენეზურ წინამორბედს. განარჩევენ პირველად და შერეულ პარენქიმას.

ზოგჯერ პარენქიმას უწოდებენ ღვიძლის, ელენთის, ფილტვების, ჯირკვლების ან განივზოლიანი კუნთის მთავარ ფუნქციონალურ ქსოვილს.

ლიტერატურარედაქტირება