წარმომშობი ქსოვილი

(გადამისამართდა გვერდიდან მერისტემა)

წარმომშობი ქსოვილი, მერისტემა (ბერძ. μεριστός — გაყოფადი) — ქსოვილი, რომელიც შედგება წვრილი უჯრედებისაგან და ჩვეულებრივ არ შეიცავს ვაკუოლებს. მოზრდილ მცენარეში მერისტემა შენარჩუნებულია სხეულის მხოლოდ ცალკეულ, მზარდ ნაწილებში. მაგალითად, კენწრული მერისტემა განაპირობებს ღეროსა და ფესვის სიგრძეში ზრდას. გვერდითი მერისტემა კი–სისქეში მატებას. მცენარე არსებობის მანძილზე იზრდება სწორედ მერისტემის უჯრედების გაყოფით.

ლიტერატურა

რედაქტირება