პარაგვაის კულტურა
ეთნიკურად, კულტურულად და სოციალურად პარაგვაის საზოგადოება მიეკუთვნება ერთ-ერთ ყველაზე ერთგვაროვანს ლათინურ ამერიკაში. ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 95% მიეკუთვნება ესპანო-ინდიური წარმომავლობის მეტისებს. ქვეყანაში ასევე ცხოვრობენ იტალიელების, გერმანელების, იაპონელების, კორეელების, ჩინელების, არაბების, ბრაზილიელების და არგენტინელების მცირე ეთნიკური ჯგუფები. ამ ეთნიკური ჯგუფების უმრავლესობამ (განსაკუთრებით აღსანიშნავია ბრაზილიელები) შეინარჩუნეს თავიანთი ენა, კულტურა და წესჩვეულებები.
კულტურული მრავალფეროვნების ნათელი მაგალითია ქვეყანაში ორი სახელმწიფო ენის არსებობა. მოსახლეობის 80% ესპანურ და გუარანულ ენაზე მეტყველებს. ეს მრავალფეროვნება აისახება ხელოვნებაშიც, როგორიცაა ქარგვა, მაქმანების დამზადება და ა.შ.
მუსიკა შედგება რითმული პოლკისგან, ენერგიული გალოპებისგან და მშვიდი გუარანული რითმებისგან, რომელსაც ნაციონალურ საკრავზე ასრულებენ.