პარაგვაის ისტორია

პარაგვაის ტერიტორიაზე პირველ ევროპელმა ფეხი დადგა 1525 წელს. პარაგვაის ისტორიის დასაწყისად ითვლება 1537 წლის 15 აგვისტო, როდესაც ესპანელებმა დააარსეს ქალაქი ასუნსიონი. პარაგვაიმ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1811 წელს. 1864 წელს დაიწყო პარაგვაის ომი, როდესაც ბრაზილია ზედმეტად ჩაერია პარაგვაის საქმეში, რამაც გამოიწვია პარაგვიის რესპუბლიკის გაღიზიანება.

პარაგვაის ომის სურათების კოლაჟი

კოლონიზაცია

რედაქტირება

ევროპელების მოსვლამდე, პარაგვაიში ცხოვრობდნენ მომთაბარე ინდიელები რომლებიც ერთმანეთს ებვრძოდნენ. ეს ინდიელები იყვნენ ცნობილები როგორც ძლიერი მეომრები, რომლებიც სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა ევროპის კოლონიზაციას.

1528 წელს სებასტიან კაბოტმა მიაღწია პარაგვაის და დააარსა ფორტი სანტა-ესპერიტა. 1537 წელს დაარსდა იმ დროისთვის პარაგვაის მომავალი დედაქალაქი — ასუნსიონი. 1542 წელს ესპანელებმა პარაგვაის დაუნიშნეს მმართველი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება