Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამილახვარი.

პაპუნა იოთამის ძე ამილახვარი (გ. 1625) — XVII საუკუნის I მეოთხედის ქართლის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. საამილახვროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი, გორის მოურავი.

ბიოგრაფიარედაქტირება

ცოლად ჰყავდა სიმონ I-ის ასული თამარი. 1605 წელის ოქტომბერში ქართლის მეფის გიორგი X-ის ბრძანებით დაეხმარა დედოფალ ქეთევანს ტახტის მიმტაცებელ კონსტანტინეს წინააღმდეგ ბრძოლაში. პაპუნა ამილახვარი დაამდაბლა ბაგრატ VII-მ. 1614 წელს ამილახვრობა აბას I-მა უბოძა ანდუყაფარ ბარძიმის ძეს. პაპუნა ამილახვარმა მარტყოფის ბრძოლის დროს მხარი დაუჭირა აჯანყებულ ქართველებს და ანდუყაფარი დააპატიმრებინა. პაპუნა ამილახვარი ანდუყაფარმა მოაკვლევინა ქსნის ერისთავმა იესეს.

ლიტერატურარედაქტირება