პაოლო ვერძონე (იტალ. Paolo Verzone; დ. 12 ოქტომბერი, 1902, ქ. ვერჩელი, პიემონტი, იტალია, — გ. 3 სექტემბერი, 1986) — იტალიელი ხელოვნების ისტორიკოსი, ადრინდელი შუა საუკუნეების რომანული, ბიზანტიური და აღმოსავლურქრისტიანული ხელოვნების მკვლევარი.

ვერძონე იყო ტურინისა და სტამბოლის პოლიტექნიკური ინსტიტუტების პროფესორი (1951–1956). 1958 წლიდან ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს მცირე აზიაში (ქ. იერაპოლისი, ახლანდ. ფამუქკალე). 1971 წელს იყო საქართველოში ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების გასაცნობად. გამოაქვეყნა ნარკვევები ქართული ხელოვნების შესახებ (იტალიურ ენაზე): „ქართული ხუროთმოძღვრება და რომანული ხუროთმოძღვრება”, „შუა საუკუნეების ქართული მინანქარი” (ორივე კრებულში: „XX Córso di cultura sull’arte ravennate e bizantina“, Ravenna, 1973); 1977 წელს ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმზე (თბილისი – გელათი) წაიკითხა მოხსენება მცხეთის ჯვრის შესახებ.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • L’architettura dall’ alto medioèvo nell’ Italia settentrionalle, 1942.
  • L’arte preromanica in Liguria ed i relievi decorativi nei sècoli barbari, 1942.
  • Werdendes Abendland, 1967.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Paolo Verzone — ტურინის პოლიტექნიკური ინსტიტუტი