პანცირევსკის ქათამი
პანცირევსკის ქათამი — სახორცე-მეკვერცხული მიმართულების ქათმის ჯიში. გამოყვანილია 1940-იან წლებში სანაშენო ქარხანა „პანცირევსკში“ (აქედან სახელწოდება) ულიანოვსკის ოლქში ლეგჰორნის ჯიშის შეჯვარებით ნიუ-ჰემფშირისა და როდ-აილენდის ჯიშის ქათმებთან. შეფერილობის მიხედვით განირჩევა ორი სახესხვაობა — თეთრი და შავი. მისი ტანი გრძელი, ღრმა და ფართოა; თავი მცირე ზომის, აქვს ფურცლისებრი, გასწორებული ბიბილო და ყვითელი ნისკარტი. მამლის საშუალო ცოცხალი მასაა 3,5 კგ, დედლისა — 2,7 კგ. კვერცხმდებლობა 170–180 ცალი წელიწადში; თითოეული იწონის 57 გ. მის მოშენებას ძირითადად მოყვარული მეფრინველეები მისდევენ; გენოფონდის მეურნეობებში ინახავენ როგორც რეზერვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ройтер Я. С. ПАНЦИРЕВСКИЕ КУРЫ დაარქივებული 2019-08-07 საიტზე Wayback Machine. // Большая российская энциклопедия. Том 25. Москва, 2014, стр. 241.