ნიუ-ჰემფშირი (ქათამი)
ნიუ-ჰემფშირი — ამერიკული ქათმის ჯიში სახორცე-საკვერცხე მიმართულებისა. სახელწოდება ნიუ-ჰემფშირის შტატის გამო მიიღო, სადაც პირველად (1938) გამოიყვანეს იგი როდ-აილენდის ჯიშის მეკვერცული თვისებების გაუმჯობესების საფუძველზე. ნიუ-ჰემფშირი აგურისფერია, ფოთლისებრი ბიბილო აქვს. საშუალო წლიური კვერცხმდებლობა 180-200 ცალი. დედალი იწონის 2,7-2,8კგ, მამალი — 3,5-3,6 კგ. წიწილა ნელა იბუმბლება, ამიტომ ძნელი გამოსაზრდელია. ნიუ-ჰემფშირის ჯიშის ქათმების საქართველოში შემოიყვანეს 1947—1948 წლებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნოზაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 450.