„პანცერფაუსტი“ (გერმ. Panzerfaust, „ტანკის მუშტი“ ან „ჯავშნის მუშტი“) — გერმანული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, შემუშავებული მეორე მსოფლიო ომის დროს. პანცერფაუსტი იაფი, ერთჯერადი სროლისთვის განკუთვნილილი, უკუცემის არმქონე ნაღმტყორცნი იყო. ის შედგებოდა ჭურვის გამშვები ერთჯერადი პატარა მილისა და მის წინა ნაწილში დაყენებული წინასწარ დატენილი კუმულატიური ზეკალიბრული ჭურვისგან, რომელიც მაღალფეთქებადი იყო და სამხედრო ტექნიკის ჯავშნის გახვრეტა შეეძლო. პანცერფაუსტის გასროლა ხდებოდა ერთი მსროლელის მიერ. იარაღი 1943 წელს გამოჩნდა გერმანელთა შეიარაღებაში და ომის დასრულების შემდეგაც რამდენიმე წლის მანძილზე იყო გამოყენებაში გერმანიის საზღვრებს გარეთ.

პანცერფაუსტი
[[ფაილი:გერმანელი ჯარისკაცი პანცერფაუსტის გასროლის წინ|300პქ]]
გერმანელი სამხედრო Panzerfaust 60-ით.
ტიპი ხელით გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო არაუკუქცევადი ნაღმტყორცნი
წარმომავლობის ქვეყანა ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია 1943–1945 (გერმანია)
იყენებენ ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
იტალიის სოციალური რესპუბლიკა
ფინეთის დროშა ფინეთი
უნგრეთის სამეფო (1920–1946)
ბულგარეთის დროშა ბულგარეთის სამეფო
რუმინეთის დროშა რუმინეთის სამეფო
აშშ-ის დროშა აშშ (ნაალაფარი)
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ (ნაალაფარი)
ომები და კონფლიქტები მეორე მსოფლიო ომი
წარმოების ისტორია
რაოდენობა 6.7 მილიონი (ყველა ვარიანტი)
ვარიანტები Panzerfaust 30, 60, 100, 150, 250
მახასიათებლები
წონა 6.25 კგ
სიგრძე ~ 1მ

პანცერფაუსტის წინამორბედი იყო შედარებით მცირე ზომის „ფაუსტპატრონი“ (გერმ. Faustpatrone), შემდგომ პერიოდში შემუშავდა და წარმოებაში ჩაეშვა პანცერფაუსტის რამდენიმე გაუმჯობესებული ვარიანტი, ხოლო პანცერფაუსტის გვიანდელი ვარიანტები „Panzerfaust 150“ და „Panzerfaust 250“ კიდევ უფრო გაუმჯობესებულ მოდელებს წარმოადგენდა, ვინაიდან მათი გასროლა ათჯერ შეიძლებოდა. „Panzerfaust 150“-ის გამოყენება და წარმოება ძალიან მცირე რაოდენობით მოხდა, ვინაიდან ომის დასრულებამდე ორი თვით ადრე შეიქმნა. „Panzerfaust 250“-მა კი ომს საერთოდ ვერ მოუსწრო და მისი წარმოება არც დაწყებულა, თუმცა ითვლება, რომ მან ნაწილობრივ გავლენა იქონია საბჭოთა RPG-2-ის შექმნაზე. ყველაზე გავრცელებული პანცერფაუსტის მოდელი იყო „Panzerfaust 60“, რომელიც 1944 წელს შემუშავდა.

საბრძოლო გამოყენება

რედაქტირება
 
პანცერფაუსტებით შეიარაღებული გერმანელები, აღმოსავლეთის ფრონტი, 1945.

პანცერფაუსტის გამოსაყენებლად ჯარისკაცს უნდა მოეხსნა დამცავი, მკლავის ქვეშ ამოედო გამშვები მილი და დაემიზნებინა ისე, რომ მტერი, რკინის სამიზნე და რაკეტის თავი ერთ გაყოლებაზე ყოფილიყო. გამშვებ მილს ჰკიდებდენ ორივე ხელს და მყარად იბჯენდენ მარჯვენა გვერდზე, ისე რომ უკან გამონაკად აალებულ დენთის გაზებს არ დაეზიანებინთ მსროლელი. ამერიკული „ბაზუკისა“ და ასევე გერმანული „პანცერშრეკისგან“ განსხვავებით, პანცერფაუსტს სასხლეტის ნაცვლად ერთგვარი პედალი ჰქონდა, რომელზე დაჭერისას კაპსულ-დეტონატორის (ამალებელის) ცეცხლის სხივი გადაეცემოდა გამომგდებ-გამსტყოცნელ მუხტს, რომელიც აალებით გამოისროდა ჭურვს ლულიდან უმნიშვნელო სიჩქარით, რადგან დენთის მუხტის გაზების უმეტესობა თავისუფლად გაედინებოდა ლულის უკანა ნაწილში, რომელიც აწონასწორებდა უკუქცევას. ნაღმტყორცნის ეფექტური მოქმედების მანძილი 60 მეტრი იყო.

 
ფინელი სამხედრო პანცერფაუსტით.

ტანკების წინააღმდეგ პანცერფაუსტი ძალიან ეფექტური გამოდგა, ის ბაზუკასა და პანცერშრეკთან შედარებით უფრო დიდ ნახვრეტს აჩენდა ჯავშანში და უფრო დიდი რაოდენობით ნამსხვრევებს წარმოქმნიდა, რომელიც ეკიპაჟის წევრებს ან ტანკის შიდა აღჭურვილობას აზიანებდა.

ომის დამამთავრებელ ეტაპზე, როცა გერმანია ცოცხალი ძალების დიდი დანაკარგების შედეგად იძულებული გახდა შეექმნა „ფოლკსშტურმი“, რომელშიც ასაკოვანი ხალხი და ჰიტლერიუგენდის ახალგაზრდები შეკრიბა, პანცერფაუსტი ამ გასამხედროებული ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითად იარაღად იქცა. ხელმისაწვდომი ცეცხსლასროლი იარაღების დეფიციტის გამო ეს ცუდად გაწვრთნილი გასამხედროებული ფორმირება ხშირად იარაღდებოდა პანცერფაუსტებითა და ძველი პისტოლეტებით. ამან გერმანელ გენერლებს შორის სარკასტული დამოკიდებულება გამოიწვია, გადმოცემით ცნობილია, რომ რამდენიმე გერმანელ გენერალს უთქვამს, გასროლის შემდეგ სხვამხრივ გამოუსადეგარ გამშვებ მილებს შემდგომ ხელჩართულ ბრძოლაში კომბლებივით გამოიყენებენო.

 
პანცერფაუსტებით შეიარაღებული „ფოლკსშტურმის“ წევრები
 
პანცერფაუსტებით შეიარაღებული ფინელები აფეთქებულ საბჭოთა ტანკთან.

გერმანიისა და მისი მოკავშირე ქვეყნების გარდა, ნაალაფარ პანცერფაუსტებს იყენებდნენ აშშ და სსრკ-ც. სსრკ-ს წითელმა არმიამ 1945 წლიდან განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დაიწყო ამ იარაღის გამოყენება მარშალ გიორგი ჟუკოვის დირექტივის შედეგად, ვინაიდან წითელ არმიას პანცერფაუსტების დიდი მარაგები ჩაუვარდა ხელში.



ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bishop, Chris (January 1998). The Encyclopedia of Weapons of World War II. New York: Orbis Publishing.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება