პამირისპირა ხალხები
პამირისპირა ხალხები, პამირის ტაჯიკები — ტაჯიკეთის მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, ავღანეთის ბადახშანსა და ჩინეთში, სინძიანის უიღურთა ავტონომიურ რაიონში მცხოვრები ირანულენოვანი მოსახლეობის აღმნიშვნელი საერთო ტერმინი. ანთროპოლოგიურად განეკუთვნებიან პამირულ-ფერღანულ რასას. ლაპარაკობენ პამირულ ენებზე. ძველთაგანვე პამირისპირა ხალხებსა და ტაჯიკებს შორის საურთიერთო ენა ტაჯიკური იყო. მორწმუნე პამირისპირა ხალხები მუსლიმანი-ისმაილიტები არიან. მონათესავე პამირისპირა ხალხები ჩამოყალიბდნენ X საუკუნეში, ტაჯიკთა ეთნიკური ტერიტორიის პერიფერიაზე, ძველი საკებისა და შესაძლებელია დარდების ტომთა ბაზაზე, გარკვეულ სოციალურ-ეკონომიკურ და ბუნებრივ პირობებში. 1895 წელს ავღანეთსა და რუსეთს შორის საზღვრის დადების შემდეგ გაყოფილნი აღმოჩნდნენ ორ სახელმწიფოს შორის. პამირისპირა ხალხებისთვის დამახასიათებელია საერთო ნიშნები მეურნეობაში, მატერიალურ და სულიერ კულტურაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 656.