პავლე კულეშოვი

რუსი ზოოტექნოლოგი

პავლე კულეშოვი (რუს. Павел Николаевич Кулешов; დ. 27 აგვისტო [ძვ. სტ. 15 აგვისტო], 1854, ლოარხანგელსკოე, კურსკის გუბერნია — გ. 5 ოქტომბერი, 1936, მოსკოვი) — რუსი ზოოტექნიკოსი, საბჭოთა მეცნიერ-სელექციონერი, დარვინიზმის მიმდევარი, პედაგოგი, მწერალი და პუბლიცისტი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1928, პირველი ზოოტექნიკოსებიდან). რუსეთის ზოოტექნიკური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი.

პავლე კულეშოვი
დაბ. თარიღი 15 (27) აგვისტო, 1854
დაბ. ადგილი მალოარხანგელსკი[1]
გარდ. თარიღი 5 ოქტომბერი, 1936(1936-10-05)[1] (82 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[1]
დასაფლავებულია ვოსტრიაკოვოს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
რსფსრ
 სსრკ
საქმიანობა მეცნიერი, უნივერსიტეტის პროფესორი, zootechnician, პუბლიცისტი[2] და livestock and dairy producers[2]
ალმა-მატერი Kharkiv State Veterinary Academy და პეტრეს სოფლის მეურნეობის აკადემია
ჯილდოები რსფსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

პროფესიული საქმიანობა და მოღვაწეობა

რედაქტირება

XIX საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთში დიდი აღმავლობით ვითარდებოდა მეცხოველეობა და განსაკუთრებით სარძეო მეძროხეობა. გაჩნდა სეპარატორი, დამუშავდა რძეში ცხიმისა და ცილების განმსაზღვრელი და საკვების ყუათიანობის შეფასების მეთოდები, შემოიღეს მეწველი პირუტყვის სიბლით შენახვა, ხბოების ხელით გამოკვება და სხვა. დიდი მიღწევები ჰქონდა ზოოტექნიკურ მეცნიერებასაც.

იმ დროის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი და ზოოტექნიკოსი იყო სწორედ პავლე კულეშოვი.

კულეშოვი დაიბადა კურსკის გუბერნიის ქალაქ ლოარხანგელსკოეში. ხარკოვის ვეტერინარული ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ცოდნის გასაღრმავებლად მეორე უმაღლეს სასწავლებელში - პეტრეს მიწათმოქმედებისა და სატყეო აკადემიაში შევიდა, რომელიც 1879 წელს დაამთავრა.

აკადემიასთან იყო დაკავშირებული მისი შემდგომი ცხოვრებაც. 20 წელზე მეტხანს კითხულობდა იგი აქ ზოოტექნიკის კურსს და თან ნაყოფიერ სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა.

პეტრე კულეშოვმა პირველმა შექმნა რუსეთში კერძო მეცხოველეობის სახელმძღვანელოები უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო სკოლისათვის. მის ოთხ სახელმძღვანელოში მოკლედ და გასაგებად იყო მოცემული მეცნიერების უახლესი მიღწევები. მრავალჯერ გამოცემულ ამ სახელმძღვანელოებს დღესაც არ დაუკარგავთ მნიშვნელობა.

პეტრე კულეშოვი წლების განმავლობაში სწავლობდა ცხოველების საერთო სახეს, გარეგან მაჩვენებლებსა და მათი ჩონჩხისა და შინაგანი ორგანოების აგებულებას. პავლე ნიკოლოზის ძემ შეიმუშავა ცოხველთა კონსტიტუციის შეფასების თავისი საკუთარი მეთოდი. ამ მეთოდის დახმარებით მან წამოაყენა აგებულების მიხედვით ცხოველთა ოთხ ჯგუფად დაყოფის ორიგინალური პრაქტიკული სქემა, ეს ჯგუფებია: ტლანქი, ნაზი, მკვრივი და დუნე.

ცხოველთა ასეთ დაყოფას ტიპებად უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან სპეციალისტს საშუალება ეძლევა რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღოს ამა თუ იმ ცხოველისაგან. მაგალითად, ტლანქი ტიპი მძიმე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისა და სიმძიმეების გადასაზიდად გამოდგება. დუნე ტიპის ცხოველების გამოყენება ყველაზე ხელსაყრელია სახორცედ, რადგან მათი სარძეო პროდუქტიულობა დაბალია და ა.შ.

კულეშოვის მეცნიერულ მეთოდებს დღემდე არ დაუკარგავთ მნიშვნელობა სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ტიპების შესასწავლად და გასაუმჯობესებლად.

პავლე ნიკოლოზის ძე ცხოველთა ექსპერიერის (ექსტერიერი სხეულის გარეგნული ფორმები) შესანიშნავი მცოდნე იყო. ნათელი გონება, ცოდნა და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება მეცნიერს საშუალებას აძლევდა ექსტერიერის მიხედვით გამოეცნო ცხოველის ორგანიზმში მიმდინარე ღრმა შინაგანი პროცესები და ერთი შეხედვით განესაზღვრა მისი ღირსება-ნაკლოვანებანი.

პავლე კულეშოვმა რუსულ ზოოტექნიკაში პირველმა წამოაყენა ცხოველთა ექსტერიერის შეფასების ახალი, უფრო მოხერხებული კომპლექსური მეთოდი. შეფასების ახალ მეთოდში შედიოდა ცხოველის არა მარტო ცალკეული ნიშნები, არამედ მისი ყველა თვისება.

კულეშოვი იყო საქონლის საუკეთესო ექსპერტი მთელს რუსეთში, შემდეგ კი მთელ საბჭოთა კავშირშიც.

რუსეთში, როცა უცხოეთიდან სხვადასხვა სახისა და ჯიშის საქონლის შემოყვანა გადიდდა, უცებ იმატა ჯიშების რაოდენობამ, ცხოველთა პროდუქტიულობამ, გაუმჯობესდა მათი ხარისსხი. რუსეთში საქონლის იმპორტის ძირითადი ორგანიზატორი იყო პავლე ნიკოლოზის ძე კუშელოვი.

მეცნიერი შესანიშნავად იცნობდა, როგორც სამამულო, ისე უცხოურ მეცხოველეობასაც. მან ხუთი წელი დაჰყო საზღვარგარეთ (გერმანიაში, ინგლისში, შვეიცარიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში), სადაც დეტალურად, ძირფესვიანად შეისწავლა მესაქონლეობა და საქონლის მოშენება.

პავლე კუშელოვი დიდხანს და ნაყოფიერად შრომობდა საქართველოში სანაშენე საქმის გასაუმჯობესებლად.

რევოლუციამდელ რუსეთში სანაშენე საქმე მეტად სუსტად იყო განვითარებული. პავლე ნიკოლოზის ძე თავის მრავალრიცხოვან შრომებში დიდი გულმოდგინებით აანალიზებდა მესაქონლეობის მდგომარეობას და ახალი სიტყვა თქვა სანაშენე საქმიანობის სრულყოფად.

ადგილობრივი, ნაკლებპროდუქტიული საქონლის გასაუმჯობესებლად კულეშოვს ყველაზე მიზანშეწონილად მიაჩნდა განდევნითი შეჯვარება, ე.ი. ადგილობრივი ნაკლებპროდუქტიული საქონლის მრავალგზის შეჯვარება რომელიმე კარგი ჯიშის ცხოველებთან. ასეთი შეჯვარების შედეგად ადგილობრივ საქონელს თანდათან ცვლიან („ნთქავენ“) ჯიშიანი ცხოველები. ამასთან მეცნიერი მოუწოდებდა მესაქონლეებს უფრო ფართოდ ესარგებლათ ინბრიდინგით - მონათესავე დაწყვილებით. ეს იყო ცხოველთა მემკვიდრეობითი თვისებებისა და ნიშნების შენარჩუნების საუკეთესო საშუალება.

პავლე ნიკოლოზის ძემ დიდი ღვაწლი დასდო, სამამულო მეცხვარეობის განსანვითარებლად. მან თვითონ გამოიყვანა წმინდამატყლოვანი ცხვრის ახალი ტიპი - ახალკავკასიური მერინოსი.

კუშელოვი იყო ნიჭიერი პედაგოგი, რომელმაც ბევრი სწავლული პრაქტიკოსი-მეცხოველე მოამზადა. მან შექმნა მთელი სკოლა ზოოტექნიკაში. კულეშოვის მიმდევრები და მოწაფეები წარმატებით მუშაობდნენ და მუშაობენ ჩვენი თვალუწვდენელი სამშობლოს სხვადასხვა კუთხეში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Кулешов Павел Николаевич (животновод) // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.0 2.1 Czech National Authority Database